"არ უნდა ავყვეთ პანიკას" - როგორ მიმდინარეობს კორონავირუსის ახალი შტამი ბავშვებში - თემურ მიქელაძის განმარტება
პედიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, როგორ მიმდინარეობს ომიკრონის შტამი ბავშვებში და რამდენად მნიშვნელოვანია განსაკუთრებით რისკჯგუფებში ვაქცინაცია:

- საბედნიეროდ, 18 წლამდე ასაკის ბავშვები რისკის მქონე ჯგუფს არ წარმოადგენენ და მათ, სავარაუდოდ, ომიკრონი ისევე მარტივად უნდა გადაიტანონ, როგორც აქამდე გადაჰქონდათ. მთავარია, დავიცვათ რისკის მქონე ბავშვები და 12 წლის ზემოთ დროულად ჩავუტაროთ ვაქცინაცია. ალბათ, ეს პროცესი 5 წლის ზემოთაც დაიწყება, როგორც ისრაელში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, რადგან ჩვენც ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით რისკის ჯგუფის
მქონე ბავშვები უნდა გადავარჩინოთ. ლეტალობის 8 შემთხვევა, რაც საქართველოში გვქონდა, მაღალი რისკჯგუფის ბავშვები იყვნენ, მაგრამ ვაქცინირებულები რომ ყოფილიყვნენ, გადარჩებოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სხვა ვირუსი მომაკვდინებელი არ ყოფილა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როცა ახალი ვირუსი გამოჩნდება, ეს შეშფოთების საგანია მეცნიერებისთვის და შემდგომ უკვე ექიმებისთვის. "შეშფოთება" არის ტერმინი და ყოველთვის გამოიყენება ახალი ვირუსის აღმოჩენის დროს. ამიტომ, არ უნდა ავყვეთ პანიკას, გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რასაც ოჯახის ექიმი და ჩვენი ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გვთავაზობს.

1485
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ვავა
1
არანაირი ახალი სტამი არ არსებობს .. ეს სპეკტაკლი მოიგონეს აკცრილებისთვის რომლრბიც დაიწყებენ პანტაპუნტით სიკვდილს და ავადობას დააბრალონ ახალ ვითომ შტამს არადა ვაკცინების ბრალია ყველაფერი...
11:02 / 07-12-2021
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები