პედიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რა შემთხვევაში სჭირდება ბაშვს ვიტამინები და რატომ არ შეიძლება D ვიტამინის თვითნებურად, სამკურნალო დოზით მიღება:
"თითზე ჩამოსათვლელია შემთხვევები, როცა მართლა საჭიროა გარკვეული ვიტამინების ჩართვა.
ჯანმრთელმა ბავშვმა პოსტვირუსულ, ე.წ. პოსტკოვიდ პერიოში და ასე შემდეგ საერთოდ არ უნდა მიიღოს ვიტამინი. საქართველოში D ვიტამინი ყბადაღებული თემაა. მსოფლიოში არსად ასე ხელაღებით ვიტამინი არ ინიშნება. თუ ბავშვი დღის განმავლობაში 15-დან 20 წუთის განმავლობაში გარეთ გადის, მიუხედავად იმისა, მზეა, ღრუბელი თუ ასე შემდეგ და ღია აქვს ხელი და სახე, მას D ან სხვა ვიტამინების დეფიციტი არ უვითარდება, თუ რაიმე ქრონიკული პათოლოგია არ აქვს. ექიმმა კლინიკურად უნდა დანიშნოს არა სამკურნალო დოზა - საკმაოდ ხშირად უფრო საზიანოა ეს სამკურნალო დოზები და იწვევს თირკმლის დაავადებებს, კენჭის გაჩენას, ძვლის გამოფიტვას, ღვიძლის დაავადებას. ამიტომ, მშობლებს ძალიან გთხოვთ, თვითნებურად არ მიიღოთ ასეთი ვიტამინები. ვიტამინი დანიშნეთ საპროფილაქტიკო და არა სამკურნალო დოზით. იმიტომ, რომ ბავშვს აქვს მისი მარაგი და ამდენ ხელაღებით კვლევების ჩატარებას არ საჭიროებს."