ჩვენს შვილებს ბუსტერ დოზები უკვე მიღებული აქვთ - რომელი აცრების ბუსტერ დოზები შედის ვაქცინაციის კალენდარში
ჩვენს შვილებს ბუსტერ დოზები უკვე მიღებული აქვთ - რომელი აცრების ბუსტერ დოზები შედის ვაქცინაციის კალენდარში
კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ბუსტერ დოზების საჭიროებამ მოსახლეობაში პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. ადამიანები, რომლებიც ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგნი არ არიან, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ენდობიან და მითუ უფრო - მის ბუსტერ დოზებს. სინამდვილეში, სხვადასხვა ვაქცინის ბუსტერ დოზები ჩვენც და ჩვენს შვილებსაც უკვე გაკეთებული გვაქვს.

ბუსტერ დოზები აქამდე არსებულ ვაქცინებზე - რა ვიცით მათზე?

საქართველოში აცრები ტარდება შემდეგი ვაქცინებით:
  • ბცჟ-(DPT)-ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ;
  • დყტ (OPV) - დიფტერია/ყივანახველა/ტეტანუსის ვაქცინა;
  • ოპვ (OPV) - პოლიომიელიტის;
  • “ბ" (B) ჰეპატიტის;
  • წწყ-(MMR)–წითელა/წითურა/ყბაყურას ვაქცინა.
აქ მოყვანილია ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როდის ტარდება პირველი ვაცქინაცია და როდის კეთდება ამ
ვაქცინების ბუსტერ-დოზები იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი, ნაკლები იყოს ინფიცირების შემთხვევები და ინფიცირებისას დაავადება იყოს მსუბუქი.
mshoblebi

ცხრილში ჩანს, რომ 4 სავალდებულო ვაქცინა საჭიროებს ბუსტერ დოზების გაკეთებას, მათ შორის B ჰეპატიტს სჭირდება პიველი ვაცქინის შემდეგ 2 დამატებითი ბუსტერ-დოზა, პოლიომიელიტს კი - 4 დამატებითი ბუსტერი. ასევეა დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსისა და წითელა-წითურა-ყბაყურას შემთხვევაშიც - მათაც სჭირდებათ პირველი ვაცქინის შემდეგ ბუსტერ-დოზების მიღება, რათა ბავშვი იყოს დაცული ამ ინფექციების გართულებებისგან. დიფტერიისა და ტეტანუსის მე-4 და მე-5 ბუსტერები კი უფრო გვიან - 5 და 14 წლის ასაკში ტარდება.

ეს ვაცქინები, თავიანთი ბუსტერებით, გაკეთებული აქვს საქართველოს მოსახლეობის 95%-ს და აქამდე არავითარი პროტესტი და უნდობლობა არ გამოუწვევია ბუსტერ-დოზების საჭიროებას.

სხვათა შორის ამ ცხრილში მოყვანილი სავალდებულო
ბუსტერების მიღებიდან რამდენიმე წლის შემდეგაც შესაძლოა საჭირო გახდეს კიდევ დამატებითი რევაცქინაციები (ბუსტერები) გარკვეულ შემთხვევებში - ასეთი შემთხვევები ყველაზე ხშირად გვხვდება ტეტანუსთან დაკავშირებით, აგრეთვე B ჰეპატიტისგან თავის დასაცავად ხდება ხოლმე საჭირო ახალი რევაცქინაციები.

მოდით, გავიხსენოთ ცოფის საწინააღმდეგო ვაცქინაცია, რომელიც 5 დოზის მიღებას გულისხმობს ანუ პირველი ვაცქინის შემდეგ 4 ბუსტერ-დოზაა საჭირო იმისთვის, რომ ცოფისგან დაიცვას ადამიანი.

დღეს კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ვაცქინაციის თემა ვაქცინაციის მოწინააღმდგეებმა არასწორი განხილვის საგნად აქციეს და მოსახლეობას ხშირად დამახინჯებული ინტერპრეტაციით აწვდიან მედიკოსთათვის სრულიად ჩვეულებრივ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ინფექციასთან ბრძოლისას ბუსტერ-დოზების გამოყენება უფრო მყარ იმუნიტეტს აყალიბებს.
განაგრძეთ კითხვა

492
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები