ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება, რა ვიცით ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" შესახებ, როგორი მიმდინარეობით ხასიათდება და რამდენად მაღალია ჩვენს ქვეყანაში გავრცელების რისკი:
- "ომიკრონის" ჩვენს ქვეყანაში გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, რეალურია. რაც ვიცით, არის ის, რომ სწრაფად ვრცელდება და ამაზე ზუსტად მიუთითებს ის, რომ რამდენიმე ათეულ ქვეყანაში უკვე დადასტურებულადაა გავრცელებული. აქიდან გამომდინარე, საქართველოში გავრცელების რისკიც მაღალია. ასევე, კიდევ ერთი ფაქტი, რაც ამ ეტაპზე ვიცით, არის ის, რომ მას ახასიათებს მაღალი რეინფექციის უნარი. რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანს
- არის სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია, რამდენად დაიცავს ადამიანს "ომიკრონისგან"?
- ჯერჯერობით სხვა ვაქცინებთან დაკავშირებით მკაფიო განცხადებები არ გაკეთებულა. ზოგადი განაცხადია, რომ ვაქცინები მაინც ეფექტურია და ამცირებს მძიმე მიმდინარეობას, თუმცა რამდენი პროცენტითა და დოზით, ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. ცნობილია, რომ მუშაობენ ახალი, მოდერნიზებული და უფრო ეფექტური ვაქცინების შექმნისთვის. ეს ბუნებრივიცაა. როდესაც ვაქცინა ერთი კონკრეტული ვირუსის საწინააღმდეგოდ კეთდება და ის შემდეგ ბევრ მუტაციას განიცდის, რა თქმა უნდა, ისეთივე ეფექტური ვერ იქნება, როგორიც თავდაპირველი ვირუსის მიმართ იყო. ამიტომ, ისეთი ეფექტური შეიძლება არსებული ვაქცინები არ იყოს, მაგრამ ისინი მაინც გვიცავენ მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან.- ახლა, ზოგადად, რა მდგომარეობაა ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ქვეყანაში, ხომ არ დასტაბილურდა ახალი შემთხვევების მაჩვენებელი?
- ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დუნე, მაგრამ დადებითი დინამიკა გვაქვს. მაგრამ, დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი შემთხვევა მაინც ფიქსირდება, ამიტომ იმაზე საუბარი, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, ცოტა ნაადრევია. მაგრამ პოზიტიური ძვრები ამ კუთხით გვაქვს. მიმდინარეობის თვალსაზრისით, ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. დელტა შტამს 4-ჯერ მღალი აქვს ჰოსპიტალიზაციის რისკი, ვიდრე იქამდე არსებულ შტამებს ჰქონდა, აქიდან გამომდინარე, კლინიკური მიმდინარეობა ისეთივეა, როგორიც იყო.თამარ იაკობაშვილი