"ალბათ, „ომიკრონი" ბავშვებშიც გავრცელდება, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ, თუმცა, ვთვლი, რომ ეს შტამიც მსუბუქად წავა ბავშვებში"
"ალბათ, „ომიკრონი" ბავშვებშიც გავრცელდება, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ, თუმცა, ვთვლი, რომ ეს შტამიც მსუბუქად წავა ბავშვებში"

პედიატრი - ალბათ, „ომიკრონი" ბავშვებშიც გავრცელდება, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ, თუმცა, ვთვლი, რომ ეს შტამიც მსუბუქად წავა ბავშვებში


ალბათ, „ომიკრონი" ბავშვებშიც გავრცელდება, რადგან ისინი ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ ფენას წარმოადგენენ, - ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან მიმართებით, ბავშვების ფენა ყველაზე არაიმუნურია მთელ მსოფლიოში და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს.

„შესაბამისად, ეს ჯგუფი მოწყვლადია და ალბათ ბავშვებშიც გავრცელდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს შტამიც ისე მსუბუქად წარიმართება, როგორც აქამდე არსებული სხვა შტამები. კიდევ ერთხელ გეტყვით, რამდენიმე
ათასი პაციენტი გავატარე და ჰოსპიტალიზაციის მინიმალური შემთხვევები გვქონდა. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ეს შტამიც მსუბუქად წავა ბავშვებში", - განაცხადა მიქელაძემ.
1938
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები