
- ჰოსპიტალური ინფექცია ჰოსპტალიზაციის შემთხვევაში დამატებითი საფრთხეა, რომელიც მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებისას დროს არ ვლინდება და საერთაშორისო
ჰოსპიტალური ანუ ნოზოკომიური პნევმონია საავადმყოფოში შეძენილი ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციაა, რომელიც ძირითადად კლინიკაში მოთავსებიდან მინიმუმ 48 საათის შემდეგ შეიძლება აღენიშნოს პაციენტს. ვლინდება: ცხელებით, ზოგჯერ ჰიპოთერმიით, სუნთქვის უკმარისობით, სისხლის საერთო ანალიზში სერიოზული ცვლილებებით, ყველა იმ მარკერის ზრდით, რაც ზოგადად დამახასიათებელია პნევმონიისთვის. ეს შეიძლება იყოს ჰიპოთერმია, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ტრაქეის ჭარბი სეკრეცია და ცუდი ოქსიგენაციის კომბინაცია. დიაგნოზი დასტურდება გულ-მკერდის რენტგენოგრაფიითა და კომპიუტერული ტომოგრაფიით. კორონავირუსის ფონზე, ისედაც ვიცით, რომ აღნიშნულ დაავადება იწვევს ადამიანის დაუძლურებას, იმუნიტეტის დაქვეთებას და ყველაზე დიდ რისკს ფილტვის ქსვოვილს უქმნის. მით უმეტეს, თუ ადამიანს სხვადასხვა თანმხლები დაავადება აქვს, თანდართვა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ამ დაავადებას სერიოზული მართვა და კარგი მონიტორინგი სჭირდება.
- როგორ შეიძლება შემცირდეს ჰოსპიტალური ინფექციები?
- ჰიგიენის დაცვა, ინფექციის კონტროლი, იმ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები წვანან, არ აქვს მნიშვნელობა, კოვიდპაციენტები იქნებიან თუ - არა, ვენტილაცია, განიავების აბსოლუტურად გამართული სისტემა უნდა იყოს. გარდა ამისა, თითოეულ კლინიკაში არსებობს სპეციალური პროტოკოლები, აუცილებელი პარამეტრები, რომლის მიხედვითაც სწორი მონიტორინგი უნდა მოხდეს. თუ ამას კლინიკები ზედმიწევნით არ ასრულებენ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ჰისპიტალური პნევმონია განვითარდეს, რომლის მართვაც შემდგომში, როგორც აღვნიშნე, საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით კი დაუძლურებულ პაციენტებში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის გლობალური გამოწვევა და აბოსლუტურად გამართული ჯანდაცვის პირობებშიც სერიოზულ რისკს წარმოადგენს.რაც შეეხება ჩვენს მაგალითს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც კოვიდით დავკარგეთ, ჰოსპიტალური პნევმონიის განვითარების შედეგად გარდაიცვალა. ხშირდ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი, კორონავირუსის პარალელურად, მისი თანმხლები დაავადებების გამწვავებაა. განსაკუთრებით, გულის იშემიური დაავადებების, თრომბოემბოლიური გართულებების და სხვა ქრინიკული დაავადების შედეგად იღუპებიან. ამიტომაც, გვჭირდება კლინიკური დასკვნა, სადაც დეტალურად გააანალიზდება შემთხვევები.
ჰოსპიტალური ინფექციების შესახებ შეკითხვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძესაც დაუსვეს, რაზეც მან განაცხადა:
"ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლი გლობალური გამოწვევაა, რომელმაც კიდევ უფრო მეტად თავი კოვიდ-პანდემიის დროს იჩინა. ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზუსტ ციფრს ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს პროცენტი მომატებულია პანდემიის დროს, როდესაც საავადმყოფოებზე დატვირთვა იზრდება, განსაკუთრებით რეანიმაციებზე, როდესაც ჩვენი კოლეგები საკმაოდ გადაღლილები არიან ამ ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მას თავისი როლი აქვს." - თქვა ამირან გამყრელიძემ.
შეკითხვაზე, ყოფილი მინისტრის განცხადება ხომ არ გამოიწვევს საზოგადოებაში იმ აზრის ჩამოყალიბებას, რომ საავადმყოფოებს საერთოდ მოერიდნონ, გამყრელიძემ აღნიშნა:
"ვისაც მკურნალობა და სტაციონალური დახმარება სჭირდება, როგორ შეიძლება, რომ მოერიდოს? საავადმყოფოში გაცილებით მეტი საშუალებაა, რომ ადამიანს დავეხმაროთ, ვიდრე ბინაზე."
თამარ იაკობაშვილი