ზამთარში სეირნობისას ბევრი მშობელი შვილს შარფით უფარავს პირს, ზოგ შემთხვევაში ცხვირსაც და ფიქრობენ, რომ ამ გზით ბავშვი უფრო გამთბარ ჰაერს ჩაისუნთქავს და გაციების რისკებს შეამცირებენ. თუმცა, ბავშვის გაკაჟების მომხრე ექიმები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სასუნთქი გზების უნარი, გაათბოს ჩასუნთქული ჰაერი, ბევრჯერ აღემატება ყველა შარფს და მისი საშუალებით სუნთქვა სულაც არ არის საჭიროა. მაგრამ, ყველაფერი არც ისე მარტივია. ექიმი კომაროვსკი აღნიშნავს:
- უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ დაბალ ტემპერატურაზე ბავშვმა უნდა ისუნთქოს ცხვირით: სწორედ ცხვირს შეუძლია, გაათბოს ჰაერი, ხოლო პირით სუნთქვის დროს ცივი, მშრალი ჰაერი გადადის ბრონქებში და ეს საკმაოდ სარისკოა.
თუ ბავშვი ცხვირით ვერ სუნთქავს, არც ერთი შარფი არ გაათბობს ჰაერს! გაუსუფთავეთ ცხვირი, გამოიყენეთ სპეციალური წვეთები ან დარჩით სახლში.
რა მოხდება, თუ გარეთ ძალიან ცივა და ცხვირი იწყებს გაყინვას: წარმოიქმნება თავდაცვითი რეაქცია, ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების სპაზმი, რაც ნიშნავს, რომ ცხვირი რეალურად კარგავს ჩასუნთქული ჰაერის გათბობის უნარს.
შარფი, რომელიც პირსაც და ცხვირსაც ფარავს, ამოსუნთქულ თბილ ჰაერს სახესთან ახლოს ინარჩუნებს და ამით ცხვირს ათბობს! სისხლძარღვთა სპაზმი არ ხდება, შესაბამისად, შეგიძლიათ სეირნობა განაგრძოთ.
ბავშვი და ყინვა - პედიატრის 14 პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე