ომიკრონი ბავშვებში - რა მიმდინარეობა აქვს და როდის ვიყოთ ფრთხილად
ომიკრონი ბავშვებში - რა მიმდინარეობა აქვს და როდის ვიყოთ ფრთხილად
კორონავირუსის ახალი შტამი ელვისსისწრაფით ვრცელდება მსოფლიოში. ის ვრცელდება 4-ჯერ უფრო სწრაფად და აინციფიცრებს 3-6-ჯერ უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე დელტა შტამი.
შემთხვევები და შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი საქართველოშიც მატულობს.
26 ნოემბერს ომიკრონი ჯანმომ „საშიშროების ვარიანტად“ გამოაცხადა. შეგახსენებთ, ჯანმო სწორედ ასე ჰყოფს კორონავირუსის შტამებს - შეშფოთების და ინტერესის ვარიანტები.
ომიკრონის გამოჩენის შემდეგ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 2 თვეში ევროპის ტერიტორიაზე დელტა შტამის ომიკრონით სრულად ჩანაცვლების პროგნოზი გააკეთა.

რა თავისებურება აქვს ახალ შტამს?

ვარაუდობენ, რომ მუტაციის გამო ვირუსი ვეღარ ამყარებს მჭიდრო კავშირს ფილტვებში არსებულ ცილასთან,
რომელსაც ქსოვილში შესაჭრელად იყენებდა, ამის გამო ფილტვის ანთება უფრო იშვიათად გვხვდება, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში.
სამაგიეროდ, უფრო ხშირია ზედა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნები - ცხვირიდან გამონადენი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ხველა, ამ სიმპტომებთან ერთად შესძლოა იყოს ნაწლავთა აშლილობა, ღებინება, ოფლიანობა. იშვიათია გემოს და სუნის დაკარგვა, რაც კორონავირუსის წინა ვარიანტებით ინფიცირებისას გვხვდებოდა.
ის, რაც ამ ეტაპზე შეინიშნება, არის დაავადების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა და უფრო იშვიათია მძიმე ფორმები.
ვირუსის ტიპის ასეთი ცვლილება ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლოა, სარს-კოვ-2 ისეთივე ვირუსად დარჩეს ჩვენთან, როგორც სხვა კორონავირუსებია.
შეგახსენებთ, არსებობს კარგადცნობილი კორონავირუსების ჯგუფი, რომლითაც პატარები წლის მანძილზე ინფიცირდებიან ხოლმე.
დაბეჯითებით ამ ეტაპზე ბევრის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ომიკრონი ახალი
შტამია და მის შესახებ ინფორმაცია თანდათან გროვდება.

რა დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად?

არ უნდა გამოგრჩეთ ტკივილი გულკერდში, სუნთქვის გაძნელება, გახშირება, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, რაც შესაძლოა ფილტვის ქსოვლის დაზიანებაზე მიუთითებდეს და გადაუდებლად საჭიროებდეს ექიმთან მიმართვას.
განსაკუთრებული ყურადღებას მიაქციეთ სუნთქვის სიხშრეს.
1 წუთში სიხშირე არ უნდა იყოს:
  • 0-დან 2 თვემდე ასაკში - 60 და მეტი
  • 2-დან 12 თვემდე -50 და მეტი
  • 1-დან 5 წლამდე 40 და მეტი
  • 5 წლის ზემოთ -30 და მეტი 1 წუთში.

პედიატრი, მედიცინის დოქტორი თამარ ობგაიძე
2065
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები