როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ და ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებით
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვირუსი დაგიდასტურდათ და ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებით


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათ, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაძლებლობა აქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ და ოჯახის ექიმები თავად დაუკავშირდებიან.

"თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge/. მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა." - ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, მოქალაქეები, რომლებიც
აღნიშნულ ვებგვერდზე რეგისტაციას ვერ შეძლებენ, ხომ ჩვეულებრივად გაივლიან 112-ში კონსულტაციას და ოჯახის ექიმის მომსახურებას, რაზეც დაგვიდასტურეს, რომ პორტალი მხოლოდ ალტერნატივაა და სურვილის შემთხვევაში, 112-ის ცხელ ხაზზეც შეუძლიათ კონსულტაციის გავლა.

გარდა ამისა, თუ აღნიშნულ პორტალზე გადაწყვეტთ დარეგისტრირებას და ოჯახის რამდენიმე წევრია ინფიცირებული, ყველა მათგანის ინფორმაცია ცალ-ცალკე უნდა შეავსოთ. ოჯახის ექიმი კი მაქსიმუმ 24 საათში დაგიკავშირდებათ.

თამარ იაკობაშვილი


1128
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები