დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მათ, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდება, შესაძლებლობა აქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ და ოჯახის ექიმები თავად დაუკავშირდებიან.
"თუ დაგიდასტურდათ COVID-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად პორტალზე დარეგისტრირდეთ - https://er.moh.gov.ge/. მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა." - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, თუ აღნიშნულ პორტალზე გადაწყვეტთ დარეგისტრირებას და ოჯახის რამდენიმე წევრია ინფიცირებული, ყველა მათგანის ინფორმაცია ცალ-ცალკე უნდა შეავსოთ. ოჯახის ექიმი კი მაქსიმუმ 24 საათში დაგიკავშირდებათ.
თამარ იაკობაშვილი