პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ყარამან ფაღავა გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის გაკაჟება და იმუნიტეტის გაძლიერება და რა უნდა გააკეთოთ ამისთვის.
- პირველ რიგში, ხელ-პირის ცივი წყლით დაბანა, ოთახის განიავება. სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი მნიშვნელოვანი. ცივი შხაპი 3-4 წლიდან უკვე შეიძლება. რა თქმა უნდა, თანდათან უნდა შევაგუოთ, ტემპერატურის კლებით. ერთბაშად ნუ კი ჩავაგდებთ. ყველაფერში თანდათანობაა საჭირო. პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს, 37 გრადუსი კი არა, 33 გრადუსზე გამთბარი წყალი გამოვიყენოთ. მაგრამ, ამასაც თავისი წესები აქვს. საფეხურეობრივი კლებით უნდა შევაჩვიოთ. კორონავირუსი რაც არის, მეტ-ნაკლებად ყველამ იცის, მაგრამ ნაკლებად იციან ის, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციას სჭირდება. ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომი ზოგჯერ ძალინ მძიმეა, მულტისისტემურ დაზიანებას იწვევს. მაგრამ, არის მეორე, ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდი, როცა სუსტადაა ბავშვი, ხან ერთი ორგანოა დაზიანებული, ხან მეორე. როდესაც მოჰყავთ ბავშვები, სულ ვეკითხები, კოვიდი ხომ არ აქვთ გადატანილი იმიტომ, რომ მეტი სიფრთხილე, ჩარევა, დახმარება მჭირდება. ეს იქნება იმუნიტეტის გაძლიერება, კვების შეცვლა თუ სხვა. როდესაც ცხოვრების ჯანსაღ წესზე ვლაპარაკობთ, სწორი კვება ძალიან მნიშვნელოვანია. შესანიშნავია ხმელთაშუა ზღვის დიეტა, სადაც ხორცი ზომიერადაა, რძის ნაწარმი მეტად, თევზი მეტად, ზეთიანი საჭმელი, ხილი. ზოგჯერ ვ ასრულებთ ამ რეკომენდაციებს, ზოგჯერ - არა. მაგრამ, ესეც ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.