რკინის დეფიციტი ბავშვებში და ამისგან გამოწვეული რკინადეფიციტური ანემია საკმაოდ ხშირი მოვლენაა. შესაბამისად, ამ დიაგნოზზე უამრავი ბავშვი მკურნალობს. სამკურნალო საშუალება, როგორ წესი, პრეპარატებია. თუმცა მათ მიღებას მკაცრად განსაზღვრული წესი აქვს და ასევე გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს.
- სახლის პირობებში, რა თქმა უნდა, რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა აბებით მიმდინარეობს. ინექციებზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.
- მცირე ასაკის ბავშვებისთვის სამკურნალოდ გვთავაზობენ წვეთებს, ხსნარებს, სიროპებს.
- გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, შეკრულობა, ტკივილი მუცლის არეში, საკმაოდ ხშირია. მაგრამ ეს მოვლენები შემცირდება, თუ წამლის სმას განახევრებული დოზით დაიწყებთ. 1-2 კვირის შემდეგ უკვე იმ დოზას მისცემთ, რამდენიც ექიმის დანიშნულებით აქვს გამოწერილი.
- თუ ბავშვი მიდრეკილია შეკრულობისკენ, წამლის მიღებამდე ერთი კვირით ადრე ლაქტულოზის სიროპი მიეცით.
- მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია. ზოგიერთი რკინის პრემაპარატი უზმოზე უკეთ შეიწოვება.
- წამლის რეგულარულად, დღეში 3-ჯერ ერთსა და იმავე დროს მიღება მკურნალობის ეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის.
- მკურნალობიდან 3-4 კვირის შემდეგ ჰემოგლობინის დონე სისხლში უკვე მომატებულია.
- როცა ჰემოგლობინის დონე ნორმაში ჩადგება, მკურნალობას 1,5-3 თვით კიდევ ვაგრძელებთ, რათა ორგანიზმში რკინის მარაგი გაჩნდეს.
ბავშვის ჰემოგლობინის ნორმების ცხრილი სხვადასხვა ასაკში - როგორ უნდა მოაგვაროთ ჰემოგლობინის პრობლემა
ჰემოგლობინის ასაწევი ეფექტური შინაური საშუალება
6 მთავარი პროდუქტი ჰემოგლობინის ასამაღლებლად