"ეს საშუალება ძალიან ეფექტურია, როცა სიცხის დამწევი არ მუშაობს" - როგორ ვმართოთ მაღალი სიცხე სხვადასხვა მედიკამენტით და სწორი შუალედებით
კოვიდით ავადობის დროს მაღალი ტემპერატურა ერთ-ერღი სიმპტომია, რომელიც მშობელს აშინებს. მითუმეტეს, თუ ის ძნელად ექვემდებარება სიცხის დამწევებს. პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, როგორ უნდა ვმართოთ ბავშვებში ტემპერატურა სახლის პირობებში და რა წესები უნდა დავიცვათ პრეპარატების გამოყენებისას:

- ცხელების მართვა კოვიდის დროს ისევე ხდება, როგორც აქამდე, ნებისმიერი სხვა ინფექციის შემთხვევაში. ბავშვებში რეკომენდებულია ორი მედიკამენტი: პარაცეტამოლი და იბუპროფენი. სიროფის სახით იქნება თუ ტაბლეტირებული, ეს ბავშვის ასაკის მიხედვით უნდ შევარჩიოთ. შესაძლებელია მათი ჩანაცვლებაც. თუ დამწევს არ დაემორჩილა, ამ შემთხვევაში,
შეგვიძლია, მივაშველოთ გაგრილება ფიზიკური მეთოდით.
წყალი თბილი, ოთახის ტემპერატურის, დაახლოებით 20 გრადუსი უნდა იყოს, რადგანაც ისედაც გახურებულია ბავშვის ორგანიზმი და შესაბამისად, ცივი წყალი სისხლძარღვებს შეავიწროვებს და ხელს შეუშლის სითბოს გაცემას. რეალურად კი იმიტომ ვზელთ, რომ სისხლძარღვები გავაფართოვოთ, რომ სითბოს გაცემა გაიზარდოს. ამიტომაცაა რეკომენდებული უფრო თბილი წყლით დაზელვა. ტემპერატურის მართვის დროს მედიკამენტით უნდა დავიწყოთ. მივცეთ სიცხის დამწევი საშუალება და თუ არ გვაქვს შედეგი, მერე მივაშველოთ ფიზიკური გაგრილების საშუალება.
თუ პრეპარატმა არ იმუშავა, მინიმუმ სამი, ყველაზე კარგ შემთხვევაში კი 4 საათი უნდა გავიდეს, რომ კვლავ მივცეთ მედიკამენტი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ 24 საათის განმავლობაში 5 დოზა დამწევის მეტი არ გამოვიყენოთ. 4-5 საათიანი შუალედით შესაძლებელია სიცხის დამწევის მიცემა, მაგრამ უფრო მეტი დოზა არ არის სასურველი რადგან როგორც ყველა მედიკამენტს, მათაც შეიძლება გარკვეული გვერდითი ეფექტები ჰქონდეთ.
ინტერვალის დაცვა ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა, რა ფორმით მივიღებთ ამ წამალს. სანთლის ფორმაშიც იგივეა, რაც დასალევ მედიკამენტშია. ამიტომაც, უნდა ვეცადოთ, რომ შუალედი ყველა შემთხვევაში დავიცვათ.
რაც შეეხება ფიზიკურ გაგრილებას, ფიზიკური გაგრილების დროს მნიშვნელოვანია მთლიანი სხეული გაგრილდეს. განსაკუთრებით უნდა დაიზილოს იღლიისა და მუცლის არე, ზურგი, საზარდული. ეს არ არის მხოლოდ წყლის წასმა. რბილი ნაჭერი უნდა დავასველოთ თბილ წყალში და კანზე კარგად გავუსვათ, რომ სისხლძარღვები გაფართოვდეს და ტემპერატურის გაცემა მოხდეს. ეს საშუალება ძალიან ეფექტურია. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კიდევ გავაკეთოთ იგივე მანიპულაცია და ეს არანაირად არ უქმნის ბავშვს პრობლემას. ოთახში ტემპერატურა არ უნდა იყოს მაღალი. ზოგადადაც, ოთახის ტემპერატურა 19-20 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს. როდესაც სიცხე იმატებს, ბავშვს შემცივნება აქვს. შემცივნების პერიოდში, რა თქმა უნდა, ბავშვი უნდა გავათბოთ, თბილად ჩავაცვათ და დავაფაროთ, ხელი და ფეხი შეიძლება თბილ წყალშიც კი ჩავაყოფინოთ, რომ გათბეს. მაგრამ, როგორც კი გათბება ორგანიზმი, შემდგომ აუცილებლად უნდა გავაგრილოთ.


alt"ეს არის საუკეთესო საშუალება ყელის ტკივილის გასაყუჩებლად, რომელსაც ჩემი ოჯახიც იყენებს..." - პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის რჩევა


29497
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მანო
1
ცივ პროსტინაში უნდა გაახვიო ბავშვი როგორც კი 39ზევით წავა, 40გრ ბავშვს ტვინის დაავადება შეიძლება შევხდეს და სამუდამოდ ინვალიდი დარჩეს! მე რომ პატარა ვიყავი სიცხისგნა თვალები უკან გადამივარდა და ამ დროს ჩემმა ექთანმა მიხსნა სველ პროსტინაში გამახვია! იცოდეთ 40გრ ზემოთ ბავშვს სიკვდილზე უარესი შეიძლება დაემრტოს და სამუდამოდ ხეიბარიუ დარჩეს! გონებრივად! ამას კი იმ ქვეყანაში გარფენა სჯობს ყველა ბავშვს ჯანმრტელობას ვუსურვებ და დიდსაც!
16:25 / 28-01-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები