"ეს არის საუკეთესო საშუალება ყელის ტკივილის გასაყუჩებლად, რომელსაც ჩემი ოჯახიც იყენებს..." - პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის რჩევა
საზოგადოებრივ არხზე მარი მალაზონიასთან გადაცემაში "პირადი ექიმი" ოტორინოლარინგოლოგი, პროფესორი გიორგი გოგნიაშვილი საუბრობს სახლის პირობებში ყელის ტკივილის გაყუჩების იოლ მეთოდზე - შინაურ სავლებ საშუალებაზე:
mshoblebi
- ყელის ტკივილი, განსაკუთრებით ომიკრონის დროს, ძალიან თვალშისაცემია... ყველა პაციენტი აღნიშნავს საშინელ ყელის ტკივილს, ცალ მხარეს, რომელც, როგორც წესი, ორი დღე გრძელდება. ასეთ პაციენტებს ვურჩევ, პირველ რიგში დამშვიდდნენ. უსიამოვნოა, რა თქმა უნდა, თუმცა არანაირი მოგუდვა, მოხრჩობა ამით არ იქნება. ასევე, რა შეგვიძლია ვურჩიოთ სახლის პირობებში? მე მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ არაფერს ავნებს ეს პაციენტს. ეს
საშუალება კი ნამდვილად არ ავნებს,
თუ პაციენტი არ არის ალერგიული იოდზე: გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი. ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რომელსაც ჩემი ოჯახიც იყენებს, თუ არ არის საშუალება აფთიაქში გასვლის და რაღაც ქარხნული წამლის ყიდვის. ძალიან ამცირებს ტკივილს. რა თქმა უნდა, ასევე უნდა შევამციროთ კვებაში ცხარე, მჟავე, ძაან ცივი, ძაან ცხელი და ეს ყველაფერი მალე ალაგდება.


alt"ეს საშუალება ძალიან ეფექტურია, როცა სიცხის დამწევი არ მუშაობს" - როგორ ვმართოთ მაღალი სიცხე სხვადასხვა მედიკამენტოთ და სწორი შუალედებით


56348
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
ქეთო
0
იოდინოლი ჯობია..
13:30 / 26-07-2022
ხათუნა
0
მე კი ვიცი რომ უნდა გამოივლოს პაციენტმა, მაგრამ ვინც არ იცის იმათთვის ხომ შეიძლება გასაგებად დაწეროთ
16:20 / 05-02-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები