ბავშვის სიმაღლესთან დაკავშირებით მშობლებს ხშირად აქვთ კითხვები. ამ თემაზე ბევრი არასწორი შეხედულებაც ვრცელდება. სინამდვილეში რა არის მცდარი და რა - სწორი?
ბავშვის სიმაღლე არა მხოლოდ მშობლების, სხვა ნათესავების სიმაღლეზეც არის დამოკიდებული
სწორია: სპეციალისტები მართლაც თვლიან, რომ სიმაღლე გენეტიკური პარამეტრია. თუმცა ბავშვი მხოლოდ დედ-მამის ხაზს არ მიჰყვება. მემკვდრული თვისებების ნაწილი მას ბებია-პაპისგანაც ერგება და ზოგჯერ უფრო შორი თაობის წარმომადგენლისგანაც.
თუ ქალი ფეხმძიმობისას ეწევა, ეს ბავშვს ზრდაში ხელს შეუშლის
სწორია: სპეციალისტები ამ მოსაზრებასაც ეთანხმებიან. თამბაქო ნაყოფამდე ჟანგბადის სრულფასოვან მიწოდებას ხელს უშლის. ეს უკანასკნელი კი ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ნიკოტინი დედის სხეულში სისხლძარღვთა გამტარობას აფერხებს. სწორედ ამიტომ ურჩევენ ფეხმძიმე ქალებს ამ მავნე ჩვევისგან თავის შეკავებას.
თუ ბავშვი მცირე წონის დაიბადა, ის თანატოლებთან შედარებით პატარა იქნება
მცდარია: ეს მცდარი აზრია. ახალშობილის სიგრძე არასოდეს არის მისი მომავალი სიმაღლის მანიშნებელი. თუ გენეტიკურად მას გადაეცა, რომ გოლიათის სიმაღლის უნდა იყოს, ეს ასეც იქნება. მით უმეტეს, თუ ბავშვობისას სერიოზული დაავადებები არ შეხვდება.
ბავშვის სიმაღლეში ზრდის შეფერხებას ემოციური გადაძაბულობაც იწვევს, ასევე ქრონიკული დაავადებები, ქრომოსომული დაავადებები, ძვლების განვითარების დარღვევა.
თუ მშობლები მაღლები არიან, შვილიც მაღალი იქნება
ეს მართალიც არის და მცდარიც. როგორც წესი, ასეა - შვილები დაახლოებით, მშობლების სიმაღლისანი იზრდებიან, თუმცა გამორიცხული არ არის, ბავშვი თანმორჩილ ნათესავს დაემსგავსოს.
ამავე მიზეზით, ტანდაბალ მშობლებს ზოგჯერ მაღალი შვილები ჰყავთ.
შესაძლოა მშობლებს გასხვავებული სიმაღლის შვილები ჰყავდეთ - ერთი ერთ მშობელს დაემსგავსოს, მეორე - მეორეს.
თუ 2 წლის ასაკის ბავშვის სიმაღლეს ორზე გავამრავლებთ, მის ზრდასრულ სიმაღლეს მივიღებთ
ეს არასწორია. ბავშვები ნახტომისებურად იზრდებიან. შეიძლება 2 წლამდე მისი ორგანიზმის რესურსები სხვა რამეზე იხარჯებოდა და მოგვიანებით დაიწყოს სიმაღლეში ზრდა, რითაც თანატოლებსაც გაუსწროს. სავარაუდო თუმცა არაზუსტი პროგნოზების გაკეთება 5-6 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია.
მათემატიკური ფორმულა:ბავშვის სამომავლო სიმაღლე რომ გამოვთვალოთ, საამისოდ ექიმები ასეთ ფორმულას გვთავაზობენ. შეკრიბეთ დედის და მამის სიმაღლე სანტიმეტრებში, მიღებული შედეგი 2-ზე გაყავით, დაუმატეთ ბიჭის შემთხვევაში 5 სანტიმეტრი, გოგონას შემთხვევაში კი 5 სანტიმეტრო გამოაკელით.
მაგალითად, დედა 165 სანტიმეტრია, მამმა - 172. სავარაუდოდ, მათი ქალიშვილი 164 სმ სიმაღლის იქნება ((165+172): 2 — 5), ბიჭი კი ((165+172): 2 + 5) 174 სანტიმეტრი.
რომელ ასაკში რა სიმაღლის და წონის უნდა იყოს ბავშვი (+ინფოგრაფიკა)
არსებობს თუ არა სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი წამლები და მოქმედებს თუ არა წონა ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე - ენდოკრინოლოგის პასუხები
რაზეა დამოკიდებული ბავშვის სიმაღლე, როგორ შევუწყოთ ხელი სიმაღლეში ზრდას, როდის უნდა მიმართოთ სპეციალისტს და როგორ გამოვთვალოთ ბავშვის მოსალოდნელი საშუალო სიმაღლე