ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რომელი ნივთიერებების ნაკლებობა იწვევს ბავშვებში სისუსტეს და რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება:

- როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ სისუსტეზე, შევთანხმდით, რომ ბევრი მხარე უნდა გავითვალისწინოთ. მდგომარეობები, რომლებიც სისუსტესთანაა ასოცირებული და უკვე გადატანილ პრობლემაზე მიანიშნებს და შესაბამისად, ჩვენ სისუსტეს "კუდების" სახით აღმოვაჩენთ ხოლმე - ამასაც თავისებური მართვა სჭირდება. მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გვაქვს სისუსტე და გვიჭირს დიფერენცირება, ასევე, შემთხვევები, როდესაც აუცილებლად უნდა ჩავუღრმავდეთ და ვივარაუდოთ, ხომ არ არის ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც თითქოს სრულფასოვნად ეძინა,
D3 ვიტამინი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება, როდესაც ჩვენ ბავშვის ძვალ-სახსართა სისტემაზე, კუნთების მდგომარეობაზე ვლაპარაკობთ. საყურადღებოა, რომ კუნთებთან დაკავშირებული ჩივილები, ზოგადი სისუსტე, ისევე შეიძლება იყოს ამ ვიტამინის ნაკლებობის ბრალი, როგორც, მაგალითად კალციუმის ბრალი. ამიტომ, თუ ასეთი ჩივილები გაჩნდა, ბავშვის ორგანიზმში D3 ვიტამინის დონე აუცილებლად შესაფასებელია.
ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები ენერგით გვამარაგებს და აუცილებელია იმისათვის, რომ ბავშვს არ ჰქონდეს სისუსტე. მაგრამ, არასაკმარისია. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა სხვა ნივთიერება, რომელიც შეიძლება "ბრალდებული" აღმოჩნდეს სისუსტის განვითარებაში. მაგალითად, რკინა, კალციუმი, D3 ვიტამინი.
C ვიტამინი - მის როლზე იმუნიტეტთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სისხლძარღვებთან დაკავშირებით, ხშირად გვისაუბრია. სისხლძარღვების კედლების სიმტკიცე, ჩვენი კანის ელასტიურობა და ნაოჭიანობაც კი დამოკიდებულია C ვიტამინზე. აღარაფერს ვამბობ სისხლმდენ ღრძილებზე, რომელიც შეიძლება პირველი ნიშანი იყოს იმისა, რომ ორგანიზმს ეს ვიტამინი აკლია. ასაკის მიუხედავად, გაითვალისწინეთ, რომ იგივე სიმპტომი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს პატარებს კბილების გახეხვის დროს, ვარდისფერი ან წითელი გამონადენი, რომელიც ზუსტად იმ პირველ ნიშნებს წარმოადგენს, როდესაც ვიტამინის ნაკლებობაზე უნდა ვივარაუდოთ. მაგრამ, დღევანდელმა მედიცინამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ C ვიტამინის როლი ძვლის წარმოქმნაში, კუნთების მდგომარეობაში მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი, ზოგადად, ბავშვის ძვალ-სახსართა სისტემის ფორმირებაში მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის და მისი ნაკლებობა შეიძლება ყველა ჩამოთვლილი სიმპტომის გარდა, საერთო სისუსტესაც იწვევდეს.
რაც შეეხება A ვიტამინს, მე ვფიქრობს, ეს მშობლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ის არის არა მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი დამჟანგავი, ანტიოქსიდანტი, ანთებისგან, სიმსივნისგან, თავისუფალი რადიკალებისგან, ბევრი სხვა პროცესისგან დამცავი, არამედ ეს არის ზრდის ვიტამინი, ცხიმში ხსნადია და ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწორად მიწოდება ბავშვისთვის, საკვები ნივთიერებების სახით. სისუსტე შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი სიმპტომი, ისევე, როგორც კანის გამოშრობა და ტუჩების დახეთქვა. გაგიკვირდებათ, მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პატარებში კანის გამოშრობა, ტუჩების დახეთქვა, სისუსტე შეიძლება იყოს პირველი მაცნე A ვიტამინის ნაკლებობისა.
იოდი - ჩვენი ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ელემენტი გახლავთ. აქტუალურია იმ დეფიციტიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ნიადაგსა და წყალს უკავშირდება. იოდის ნაკლებობა გონებრივი, ფიზიკური განვითარების ჩამორჩენას იწვევს. ასევე, აღმოჩნდა, რომ სისუსტე შეიძლება იყოს ერთ-ერთი პირველი ნიშანი, რომელიც მისი ნაკლებობის დროსაა გამოხატული.
თუთია - გვისაუბრია ჭრილობების შეხორცებასთან კავშირში, იმუნიტეტის მზაობასთან კავშირში, აღგვინიშნავს თუთიის როლზე სქესობრივი ფორმირების პროცესში , კანის ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ჰორმონულ სტატუსთან დაკაშირებით და ასე შემდეგ. მაგრამ, შესაძლოა სისუსტე თუთიის ნაკლებობასთანაც იყოს დაკავშირებული.