ჯანმრთელობააქტუალური
რა მნიშვნელობა აქვს ძილსა და კვებას ძალების აღდგენის პროცესში და რომელი პროდუქტები უშლის ხელს ორგანიზმის აღდგენის პროცესს
ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ძილსა და კვებას ორგანიზმისთვის ძალების აღდგენისა და რეგენერაციის პროცესში და რომელი პროდუქტების მიღებაა აუცილებელი:

mshoblebi
- საქართველოში არის ასეთი ტერმინი - ბავშვი ძილში იზრდებაო. დიახ, ამ ფრაზაში არის ჭეშმარიტება იმიტომ, რომ სრულფასოვანი ძილი, თავისი ფაზების მონაცვლეობით, ყველა ასაკში ორგანიზმის რესურსების აღდგენისთვის გადამწყვეტია. გამოთვალეს, როგორ ხდება ძილის ფაზებისა და სრულფასოვანი ძილის გავლენა ბავშვის კუნთოვან სისტემაზე და რა გავლენას ახდენს ძვალ-სახსროვან სისტემაზე. კუნთების აღდგენა, კუნთის მასის შევსება სწორედ
ღამით, ძილის პერიოდში ხდება. ეს
განსაკუთრებით თვალშისაცემი მტკიცებულებების მიხედვითაა და 0-დან 18 წლამდე უფრო ინტენსიურია.

არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმის რესურსების აღდგენას ემსახურება. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც ანთებას ხელს უწყობს, რეგენერაციის შემაფერხებელი პროდუქტია. ყველა ის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ხელს უწყობს, ანტიოქსიდანტების წინააღმდეგაა მიმართული. ყველა პროცესირებული პროდუქტი, აღმოჩნდა, რომ ანთებას ხელს უწყობს და შესაბამისად, რეგენერაციას, ანუ ორგანიზმის აღდგენას აფერხებს. ასევე, ყველა ის პროდუქტი, რომლებიც უკიდურესად რაფინირებულია, ანთებას ხელს უწყობს, შესაბამისად აღდგენას აფერხებს. ის პროდუქტები, რომელიც ტრანსცხიმებითა და პროცესირებული ცხიმებითაა ძალიანაა გაჯერებული, ეს პროდუქტები ორგანიზმის აღდგენას აფერხებს. ამ ზონაშია ალკოჰოლის არარაციონალური გამოყენება, ტკბილი, ენერგეტიკული სასმელები, თავისი ნახშირწყლოვანი დატვირთვით მოხვდნენ. ასევე, ყვითელ ზონაში მოხვდა წითელი ხორცის სხვადასხვა ვერსია. იქნება ეს ნაკლებად ცხიმიანი თუ მეტად ცხიმიანი - ყველა შემთხვევაში ეს არის პროდუქტების გადამუშავების შედეგად მიღებული კონკრეტული ნივთიერებები. ეს ნივთიერებები უდავოდ საყურადღებოა, რადგან მათი მეშვეობით ანთებითი პროცესი ღრმავდება, შესაბამისად აღდგენა შეფერხებულია. ორგანიზმში დაჟანგვითი პროცესები ძლიერდება და რეგენერაცია უჭირს. მაგრამ, არის კიდევ ერთი კომპონენტი - ეს არის წითელი ხორცის როლი, კერძოდ, წითელი ხორცის გადამუშავების პროდუქტები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში, ცხოველური ცხიმის როლი. ეს არის ყველაფერი ერთად, რამაც შესაძლოა აღდგენის პროცესი შეაფერხოს.
ამ პროდუქტების გადაფარვას ვახერხებთ იმ ნივთიერებებით, რომელთა ეფექტი აღდგენის სასარგებლოდაა.

რომელი პროდუქტები გვეხმარება ორგანიზმის აღდგენაში?

ჩვენი ორგანიზმის შიგნით მიკრობიომის და მიკრობიოტას მოსაწესრიგებლად არაჩვეულებრივი საშუალებაა, ფერმენტირებული რძის პროდუქტი, მაწვნის სახით. მისი გამოყენება უმნიშვნელოვანესია არა მარტო ნაწლავის, არამედ მთლიანად ორგანიზმის აღდგენისთვის. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნაწლავის აღდგენა ტვინის აღდგენას უდრის. იმიტომ, რომ ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია. ნაწლავის აღდგენა გულის აღდგენასაც ნიშნავს იმიტომ, რომ პირდაპირი კავშირი დადგინდა ნაწლავის მოქმედებასა და ნაწლავის შიგნით ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედებასა და გულის ჯანმრთელობას შორის. არსებობს სხვა ორგანოებთან პირდაპირი კავშირიც. მოკლედ, გავითვალისწინოთ ეს კომპონენტი. აღდგენის პროცესში საუკეთესო არჩევანი წყლით ადეკვატური მომარაგებაა. იმიტომ, რომ ორგანიზმში წყლის გარეშე ვერაფერი მოხდება. ასაკთან ერთად უჯრედის შიგნით წყლის რაოდენობა იკლებს. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზმის წყლით ადეკვატური უზრუნველყოფა მთავარ ამოცანად ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე რჩება. ამის გათვალისწინებით, მწვანე ზონაში წყალი ლიდერ პოზიციაში მოხვდა. ნებისმიერი მწვანეფოთლოვანი მცენარე, რომლებშიც დიდი რაოდენობითაა C ვიტამინი, ფოლიუმის მჟავასა და მისი მარილების შემცველობა. ასევე, A ვიტამინის წინამორბედი ნივთიერებები, ანუ კაროტინები და კაროტინოიდები. ამ ნივთიერებებს რეგენერაციაში გადამწყვეტი როლი მიუძღვით და მწვანე პროდუქტები ჩვენს რაციონში ყოველ დღე უნდა იყოს. შემდეგ მოდის ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კვერცხი. კვერცხი არა უბრალოდ ცილის სრულფასოვანი შემცველობის გამო, არამედ მის ყვითრში დაშიფრული ნივთიერებების, A ვიტამინის, D3 ვიტამინის, თუთიის, რკინის, მაგნიუმის, იოდის შემცველობის გამო. ასევე, ქოლინის შემცველობის გამო, რომელიც აღდგენის პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ომეგა 3-ისა და ზღვის პროდუქტების, გამორჩეულად კი თევზის როლი იმიტომ, რომ ომეგა 3-თან ერთად D ვიტამინიცაა, თუთიაც, იოდიც და სხვა მრავალი ელემენტი, რომლებიც ორგანიზმის აღდგენას ემსახურება. ასევე, მნიშვნელოვანია კენკროვანი მცენარეები, ანტიოქსიდანტები. ე.წ. ყვავილედები ბროკოლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს სახით. მათში შედის ნივთიერებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ აღდგენის პროცესში. აღმდგენ პროდუქტებს შორისაა თხილეული, თესლი. გარდა იმისა, რომ ეს მცენარეული წარმოშობის ომეგა 3-ია, ასევე მათშია თუთია, მაგნიუმი და მრავალი სხვა ნივთიერება. განსაკუთრებული შემადგენლობა აქვს გულ-ღვიძლს, ანუ შინაგანი ორგანოების მასალას, რომელიც ელემენტების მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ფრინველის ხორცი. ფრინველის ხორცში არის ორი განსხვავებული ამინომჟავა, რომელიც აღდგენის პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ბეჭდვა