3 დიაგნოზი ბავშვებში, რომლებიც, სინამდვილეში, მშობლების ბრალია და არა ბავშვის ავადობის
3 დიაგნოზი ბავშვებში, რომლებიც, სინამდვილეში, მშობლების ბრალია და არა ბავშვის ავადობის
"ჩემი გოგონა მისუსტებულია, მერე ოფლიანობა ეწყება, ფერმკრთალდება, თავბრუ ესხმის და თავიც სტკივა. ყველა ექიმთან მივედით, ყველაფერი გამოვიკვლიეთ, რაც შესაძლებელი იყო, საავადმყოფოშიც ვიწექით, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინეთ." - წერს მშობელი ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში. შეშფოთებულ დედას ურჩიეს, რომ გარდატეხის ასაკის დასრულებამდე ცოტაც მოეცადა, თუმცა მან კვლავ განაგრძო ექიმებთან ვიზიტი და გამოკვლევები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ არის დიაგნოზთა ჩამონათვალი, რომელშიც ხშირად მშობლის როლსა და ბრალეულობას გამოკვეთენ და როგორც კი მოზარდის ცხოვრების სტილი შეიცვლება, აღნიშნული პრობლემებიც თავისით მოგვარდება:

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია: როცა ბავშვი სულ სახლში ზის

ვეგეტო-სისხლძარღვთა ან, როგორც
მას ასევე უწოდებენ, ნეირო-ცირკულატორული დისტონია
უფრო მშობლის სიზარმაცის დიაგნოზია, ვიდრე ბავშვის. თუ ჩვენთვის უფრო ადვილია ბავშვის კომპიუტერთან დიდი ხნით მარტო დატოვება, ვიდრე მისი გარეთ გაშვება და მასთან ერთად სასეირნოდ ან სპორტდარბაზში წასვლა, მაშინ რატომ გიკვირთ მოგვიანებით, რომ მას არ აქვს ძალა, წნევის ცვალებადობა და გაბრუების შეგრძნება აღენიშნება?
"ყველაფერი მარტივადაა: ბავშვის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გამოხატულია ბანალური ჰიპოდინამია, ჰიპოქსია და D ვიტამინის დეფიციტი. ასევე, არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვების ფონზე სხვა ვიტამინების ნაკლებობაც. ჯანმრთელ ბავშვს რაც შეიძლება ხშირად სჭირდება გარეთ ყოფნა, ბევრი სირბილი და მოძრაობა. შემდეგ მისი ძვლები, კუნთები, სისხლძარღვები და გული სრულყოფილად, ჰარმონიულად ვითარდება და წნევისა და გულის პრობლემები აღარ ექმნება." - ამბობენ სპეციალისტები და მშობლებს მოუწოდებენ, რომ თავიანთი შვილების ფიზიკურ აქტივობაზე იზრუნონ.

mshoblebi

დისბაქტერიოზი: მოდური დიაგნოზი

"დისბაქტერიოზის" მოდა 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო და თითქმის 20 წლის განმავლობაში ბავშვების თითქმის ყველა პრობლემა ნაწლავებში მიკრობების თანაფარდობის დარღვევით ხსნიან. შემდეგ კი სამკურნალოდ ფლორის აღდგენის პრეპარატებს სთავაზობენ მშობლებს და ხანგრძლივი მკურნალობის კურსსაც უნიშნავენ. მაგრამ, დღეს დადასტურებულია, რომ ნაწლავის მიკროფლორა უნიკალურია და მისი მორგება საშუალო ნორმებზე სისულელეა. მედიკამენტებით მისი აღდგენა მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში და მძიმედ დაავადებულ ბავშვებშია საჭირო. ყველა დანარჩენ შემთხვევაში მხოლოდ ჯანმრთელობის ნამდვილი პრობლემის იდენტიფიცირებაა აუცილებელი". - ამბობს ექსპერტი.

სანაღვლე გზების დისკინეზიის მკურნალობა: საჭიროა კვების გაუმჯობესება

როდესაც ბავშვი იწყებს ჩივილს გულისრევაზე, ღებინებასა და მეტეორიზმზე, ექიმთან მიჰყავთ, რომელიც პატარა პაციენტს ულტრაბგერითი გამოკვლევისთვის აგზავნის. როგორც წესი, ინიშნება ექოსკოპია, რომელიც სანაღვლე გზების დისკინეზიის დიაგნოზს სვამს.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, სინამდვილეში, პრობლემა საერთოდ არ არის ნაღველში - ის უბრალოდ რეაგირებს ცხოვრების წესსა და იმ მავნე საკვებზე, რომლებსაც ბავშვები თქვენი ნებართვით ჭამენ.
"პრობლემების ასე ახსნა უფრო ადვილია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ბავშვი ფასტფუდს ჭამს, მუდმივად წაიხემსებს, მისი ასაკისთვის შეუფერებელ საკვებს მიირთმევს და საერთოდ არ იცავს კვების რეჟიმს. ლოგიკურია, როცა ექიმი მშობელს მოსთხოვს, რომ შეცვალონ კვების მოდელი, უფრო ჯანსაღი ელემენტები შეიტანონ და დააბალანსონ, ბავშვი გამოჯანმრთელდება." - აღნიშნავენ სპეციალისტები.

23571
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები