ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რა რაოდენობის მარილი, ცხიმი და ხილი და ბოსტნეული უნდა მიიღოს ადამიანმა, თუ მას არტერიული ჰიპერტენზია აქვს და რა მნიშვნელობა აქვს წყლის რაოდენობის ინდივიდუალურ განსაზღვრას ასეთ დროს:
- დადგენილია, რომ წყლის მოხმარება არტერიულ წნევაზე გავლენას ახდენს. ძალიან ბევრ ფაქტორს ვითვალისწინებთ, მაგრამ ყველაზე სწორი რეკომენდაცია კილოგრამ წონაზე 30 მილილიტრის გამოყენებას გულისხმობს. მაგრამ, ეს ზოგადი რეკომენდაციაა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება ყველა შემთხვევაში აუცილებელია. თუ არტერიული ჰიპერტენზია გულის უკმარისობის ფონზეა, მაშინ ჩვენ, გულის უკმარისობიდან გამომდინარე, მოხმარებული წყლის რაოდენობას ვსაზღვრავთ. ასაკიც გასათვალისწინებელია და აქაც სპეციალური ინდექსები და სქემებია, რომლებიც გვავალდებულებს, გავითვალისწინოთ, როგორი უნდა იყოს წყლის მოხმარება. კონკრეტული მედიკამენტების გამოყენება წყლის მოხმარების ბალანსს განსაზღვრავს, რაც ინდივიდუალურად, ცალკეული პაციენტის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს. აღმოჩნდა, რომ წნევის მართვისთვის ადექვატური ცილოვანი მოხმარება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, რომ ცილას ყველანაირი ფუნქციის შესრულება შეუძლია, დაწყებული სამშენებლო ფუნქციისა, დამთავრებული ჰორმონებით, სხვადასხვა ფერმენტით და ასე შემდეგ. მთავარ ინსტრუმენტებად, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეგიძლიათ შეცვალოთ.

ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციამ საგანგებოდ მარილის მოხმარება გამოყო. როდესაც სიხლძარღვის ჯანმრთელობაზე, არტერიული წნევის ნორმალური პარამეტრების შენარჩუნების წინაპირობაზე ვსაუბრობთ, საბაზისო რაოდენობის გათვალისწინება გვჭირდება. ამაზე მეტი არ უნდა მოვიხმაროთ - ეს არის 1 ჩაის კოვზი მარილი. ამის მიღმა 2
ასევე დაგაინტერესებთ

რაც შეეხება რეკომენდაციას კოვზებზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველ ჯერზე ვიღებთ და მართლაც ერთი სადილის კოვზ ზეთს, კარაქს ან მარგარინს ვიყენებთ. უფრო მეტიც, ვითვალისწინებთ, რომელი ტიპის ცხიმს გამოვიყენებთ. თუ ეს ტექნოლოგიურად დამუშავებული, განსაკუთრებით ხელოვნურად გამყარებული, ტრანსცხიმების წყარო პროდუქტი, მაშინ გაცილებით უფრო ფრთხილად ვითვლით ამ ყველაფერს, ხოლო ჯამური რაოდენობა უკვე მზა პროდუქტში, დამატებულ ცხიმში იგულისხმება. ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სადილის კოვზს. ასევე, კოვზი არ უნდა იყოს გადავსებული. დამატებული შაქარი საერთო რაოდენობის მხოლოდ 40%-ია, დანარჩენი 60% უკვე საკვებ პროდუქტებშია. აქედან გამომდინარე, როდესაც საკვებს ვამატებთ, ჩაის კოვზიდან მხოლოდ 40% შეგვიძლია დასამატებელ მარილად გავითვალისწინოთ. ხოლო, თუ 2/3-მდე შევამცირებთ, ასეთი ადგილი პრაქტიკულად არ გვრჩება და ჩვევა, რომ საკვებს მარილი ზემოდან მოვაყაროთ, მაშინ, როდესაც არტერიულ ჰიპერტენზიას ვმართავთ, პრაქტიკულად, დასათმობია.
ასევე, შეგვიძლია თუ არა არტერიული ჰიპერტენზიის დროს ყველი, მაწონი, თამამად გამოვიყენოთ - გავითვალისწინოთ, როდესაც ცხიმის კონტროლსა და ქოლესტეროლის ჩვენს ორგანიზმში შემცველობაზეა საუბარი, რძის ნაწარმის გათვალისწინება ამ ნიშნით აუცილებლად გვჭირდება. ასევე, ყველის შეფასებისას გავითვალისწინოთ, რომ ულუფის განსაზღვრა მასაც სჭირდება. ულუფა, დაახლოებით, 40 გრამამდე გამოდის და თუ ამ მიდგომას სიმლაშისა და ცხიმიანობის გათვალისწინებით გამოვიყენებთ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება წყალი დავასხათ და მარილიანობა და ცხიმიანობა მოვაშოროთ. ასეთ შემთხვევაში, ცოტა უფრო თამამად გამოვიყენებთ რაციონში.
როგორია სუფრის მარილის დასაშვები დღიური დოზები - პედიატრის პასუხი
რა არის ჰიმალაის მარილი და რატომ მიიჩნევენ მას ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მარილად?