ბოლო დღეებია, რაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის მედიკოსები ბავშვებში გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის გავრცელებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, დაავადებას მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს, რის გამოც დაავადებულთა 90%-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ექიმებს გაფრთხილება მისცა, რათა განსაკუთრებული თვალყური ადევნონ ჰეპატიტის შემთხვევებს. როგორც abc წერს, აშშ-ში შემთხვევების უმეტესობა 1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა, თუმცა იყო შემთხვევები 16 წლამდე მოზარდებში.
"არ გამოგრჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება და ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას" - ინფექციონისტი ბავშვებში გავრცელებული ახალი დაავადების შესახებ წერს
CDC-ში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია, მომდევნო თვეებში შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. მათივე ცნობით, ახლა ექსპერტები მონაცემების შეგროვებისა და დაკვირვების ეტაპზე არიან.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ბავშვები ვაქცინირებულნი არიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინით, თუმცა ეს შტამი აქამდე არსებული A, B, C და D ჰეპატიტებისგან განსხვავებულია და ვაქცინა არ არის ეფექტიანი. CDC მშობლებს აფრთხილებს, რომ აკონტროლონ ნიშნები, სიმპტომები და დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს, რათა თავიდან აირიდონ დაავადების გართულება.
განაგრძეთ კითხვა