"ტკივილი არ მქონია"- ეს არის ქალების პირველი რეაქცია, როდესაც გინეკოლოგი ეუბნება, რომ მათ მიომა ან საშვილოსნოს ყელის დისპლაზია აქვთ. ექიმის პასუხი კი ამ დროს არის შემდეგი: თუ ტკივილსა და დისკომფორტს იგრძნობს, ესეიგი დაავადება უკვე გაძლიერდა და მასთან ბრძოლა უფრო რთულია.
დიაგნოზის დადგენა მხოლოდ გამოკვლევისა და ტესტირების დროსაა შესაძლებელი და თუ ქალი რეგულარულად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების მიზნით, გინეკოლოგს არ სტუმრობს, შესაძლოა საფრთხე გამორჩეს. მრავალი პათოლოგია თვეების ან წლების განმავლობაში ვითარდება. სპეციალისტები კი უფრო ზუსტად საუბრობენ, კონკრეტულად რომელი ქალური დაავადებებია საყურადღებო:
კეთილთვისებიანი სიმსივნეები
შესაძლოა, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის ან თავად საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნეები ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი სიმსივნეები მცირეა და გამოხატული ნიშნები არ არის.
მიომა ხშირად ავთვისებიან წარმონაქმნებად არ გადაიქცევა, მაგრამ თუ ეს მოხდა, სერიოზული საფრთხე არსებობს
"ეს იწვევს ნაწლავების, შარდის ბუშტის, სისხლძარღვების შეკუმშვას – ჩნდება ძლიერი ტკივილი და სხვა უსიამოვნო გართულებები, იკლებს ჰემოგლობინი და ქალს უვითარდება ანემია, მთელი თავისი უარყოფითი შედეგებით."- ამბობენ სპეციალისტები.
ამიტომაც, თუ საკვერცხის კეთილთვისებიან სიმსივნეს დროულად არ მოვაშორებთ, შესაძლოა ონკოლოგიის რისკიც გაჩნდეს.
ეროზია და დისპლაზია
ეს არის საშვილოსნოს ყელის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში დისპლაზია კიბოსწინარე მდგომარეობებს ეხება. თუ დაავადება არ მოგვარდება, 5-7 წელიწადში ის ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარდება. აღსანიშნავია, რომ ეს დაავადება ადამიანის პაპილომავირუსის ონკოგენური შტამებითაა გამოწვეული.
აქედან გამომდინარე, თუკი:
- არარეგულარული ციკლი გაქვთ
- აღგენიშნებათ პერიოდულად სისხლიანი გამონადენი
- მუდმივად გაქვთ მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი
- ჰემოგლობინის დაბალი დონე
ჯობს არ უგულებელყოთ ეს სიმპტომები და ექიმს მიმართოთ.როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახლა ამ დაავადებებთან გამკლავების თანამედროვე, ძალიან ეფექტური და უმტკივნეულო გზები არსებობს. ხოლო, რაც უფრო მალე აღმოვაჩენთ, უკეთესია.
ონკოლოგიური დაავადებებიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მაგალითად, ენდომეტრიუმის კიბო, საკვერცხისა და საშვილოსნოს ყელის კიბო, ხოლო ჩივილები შემდგომ ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს.
სპეციალისტების თქმით, აუცილებელია ქალმა 6-12 თვეში ერთხელ მაინც მიმართოს გინეკოლოგს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა პროფილაქტიკურად გადაამოწმოს. ბევრი ქალი თვლის, რომ თუ არაფერი აწუხებთ, ექიმთან ვიზიტი არ ღირს. თუმცა, შესაძლოა, კეთილთვისებიანი სიმსივნეები შესაძლოა უფრო საშიშ სტატიაზე გადავიდნენ და ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებაც გამოგრჩეთ.
წელის ან მუცლის ტკივილი, ციკლის დარღვევა... - რა სიმპტომები ახასიათებს კისტასა და მიომებს და როდის არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი
„ჩუმი“ ქალური დაავადება, რომელიც მსხვერპლის 70%-ს ანადგურებს