წელს სეზონური ვირუსების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ამაზე არაერთი მშობელი და სპეციალისტი საუბრობს. ბავშვების მდგომარეობა ზოგჯერ პნევმონიითაც გართულდა და კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატება მაშინ დაფიქსირდა, როდესაც სეზონური ვირუსები, როგორც წესი, არ აქტიურდება ხოლმე. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვიყვება, რამ გამოიწვია მკვეთრი მატება და რა მოლოდინები აქვთ შემოდგომისთვის:
- წლევანდელი წელი მართლაც გამორჩეულია. წინა წლებთან შედარებით, პანდემიის პირველ-ორ წელს ვგულისხმობ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად
ასევე დაგაინტერესებთ
- რამდენად ხშირად სჭირდებათ ბავშვებს ჰოსპიტალიზაცია?
- გრიპის ვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იმ ვირუსების კატეგორიას განეკუთვნება, როდესაც ჰოსპიტალიზაცია ხშირადაა აუცილებელი. ერთ შემთხვევაში ბრონქიოლოტით რთულდება და ჟანგბადის დამატებითი მიწოდება გვჭირდება. მეორე შემთხვევაში, ვირუსული პნევმონიის მკურნალობისას კლინიკაში მეთვალყურეობაა აუცილებელი. ეს ვირუსები გართულებებით მიმდინარეობს, რასაც საქართველოს ყველა პედიატრიული სტაციონარის სტატისტიკა ადასტურებს. ყველა აღნიშნავს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში რესპირაციული ვირუსული ინფექციით მიმართვიანობა ყველაზე მაღალი იყო. გართულებები აღნიშნული ვირუსებისთვისაა დამახასიათებელი და რაიმე ახალ ინფექციას არ უკავშირდება.- სხვა ქვეყნების მაგალითიც ხომ არ შეგვიძლიია განვიხილოთ, იქ რა მდგომარეობა სეზონური ვირუსების გააქტიურების თვალსაზრისით?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგანაც შესაძლოა ადამიანებმა იფიქრონ, რომ საქართველოში ამ მიმართულებით განსხვავებული სურათია. ეს ასე არ არის. თუკი იმ სტატისტიკას გადავხედავთ, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპის გავრცელებას თვალყურს ადევნებს, ნათლად დავინახავთ, რომ მთელ მსოფლიოში გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების პიკი სწორედ აპრილის თვეზე მოვიდა. ამიტომ, სხვა ქვეყნებიც აღნიშნავენ ამ თავისებურებას და ასევე, დაფიქსირებულია რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის მატებაც. ჩვენთვის ლუგარის ლაბორატორიის არსებობა ძალიან დიდი კომფორტია, რომელიც დეტალურად გვაძლევს ინფორმაციას და გვიდასტურებს, რომ როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის მკვეთრი მატებაა.- თქვენთან რეანიმაციაში ბავშვთა მომართვიანობა გაზრდილია?
- ბავშვები რეანიმაციაში პნევმონიით, რა თქმა უნდა, წვანან, მაგრამ ამ ვირუსებს ინტენსიურ თერაპიაში მიმართვიანობა არ გაუზრდია. მიმდინარეობა ზოგჯერ მძიმეა, საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, არ ყოფილა ბევრი შემთხვევა, რომელთა მართვაც კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში დაგვჭირდა.- ახლა რა ეტაპზეა სეზონური ვირუსული ინფექციების გავრცელება, პიკი გადავიარეთ?
- სტატისტიკა მიუთითებს, რომ პიკმა გადაიარა. მაისის ბოლოსკენ შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. განსაკუთრებით გრიპის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. თუმცა, ივნისში გრიპის 2 შემთხვევა მაინც დაფიქსირდა. პიკი უკვე გადავლილია.- შემოდგომისთვის რა პროგნოზი გაქვთ?
- წინასწარ საუბარი რთულია. ერთი რამ უნდა აღინიშნოს, პრაქტიკულად, პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო 2 წელი გამოვტოვეთ. ბავშვები ნაკლებად იყვნენ ინფიცირებულები გრიპითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით. ამიტომ, გარკვეული მოლოდინი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ეს ვირუსები უფრო მეტად გააქტიურდება, ვიდრე ეს 2-3 წლის წინ იყო. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსალოდნელია, რომ წელს გრიპის შემთხვევები გაიზრდება.თამარ იაკობაშვილი