რატომ ეწყებათ მოზარდებს ოფლიანობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ სწორად ჭარბოფლიანობას - სოსო კობახიძის რჩევები
მოზარდებში ოფლიანობა და ჰიგიენური საშუალებების სწორი გამოყენება ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია. რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა შვილების ჭარბოფლიანობის დროს და რა მნიშვნელობა აქვს ჰიგიენური საშუალებების სწორად შერჩევას, თემაზე დერმატო-ვენეროლოგი, სოსო კობახიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:

- აპოკრინული ჯირკვლები პუბერტატის პერიოდთან ერთად იწყებენ ფუნქციონირებას. როდესაც იღლიებში სადინრები იხსნება, მოზარდები სპეციფიკურ სუნს შეამჩნევენ. პირველ რიგში, ამას გოგონები ამჩნევენ, რადგან მათი სქესობრივი მომწიფება უფრო ადრე იწყება. ამ შემთხვევაში, თუ დედასთან არ აქვთ კარგი კომუნიკაცია, ან ექიმს არ მიმართავენ, სხვადასხვა ანტიპერსპერანტის გამოყენებას იწყებენ, რომელიც ექიმის
რეკომენდაციის გარეშე არ უნდა შეარჩიონ,
იმიტომ, რომ ეს იმ ჯირკვლების დახშობას იწვევს, რომლებიც უნდა ფუნქციონირებდეს. ასევე, იწვევს ტემპერატურის მატებას, შესაძლოა, გადახურებაც მივიღოთ და დახურულმა ჯირკვლებმა ანთებითი პროცესებიც კი გამოიწვიოს. მშობელმა შვილს უნდა აუხსნას, როგორ მოუაროს საკუთარ თავს: ამ პრობლემის აღმოფხვრა დაბანისა და დეოდორანტის გამოყენებით თავისუფლადაა შესაძლებელი. არა ანტიპერსპერანტის გამოყენებით, არამედ დეოდორანტის. ის, როგორც აღვნიშნე, ექიმის მიერ უნდა დაინიშნოს, გამოყენებას სხვა წესი აქვს, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ღამით, რომ მოზარდმა აღარ იმოძრაოს. პრობლემის აღმოფხვრა შეიძლება არაალკალიზებული საპნების გამოყენებით, გამშრალების წესის ახსნით - დაბანის შემდეგ ფრთხილად უნდა მოხდეს შემშრალება და არა ხეხვით. ტანსაცმლის შერჩევით, რომ ხელოვნური მასალისგან დამზადებული არ იყოს და ასე შემდეგ. ამ წესების დაცვით, პრობლემა მოგვარდება.

სოსო კობახიძემ მაყურებელს ზაფხულში ჭარბოფლიანობის აღმოსაფხვრელად რამდენიმე რეკომენდაციაც მისცა:

- მოვერიდოთ ცხარე საკვებს, ვატაროთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომ ორგანიზმმა გაგრილება შეძლოს, მოვერიდოთ მზესა და მაღალ ტემპერატურაზე გარეთ სიარულს, კარგი იქნება, რომ მანქანებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე კონდიციონერიან შენობებში ვიმყოფებოდეთ, გამოვიყენოთ ნეიტრალური საპნები და ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში, თუ პრობლემას თავად ვერ აგვარებთ, ჯობს სპეციალისტს მიაკითხოთ, რომელიც დაგეხმარებათ.
4551
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Mari
0
მყავს 13 წლის ბიჭი,სახეზეც აქვს უკვე თმიანიბა,ხმას ძალიან დაუბოხდა.ამ ზაფხულიდან საკმაოდ დაეწყო იღლიაში ოფლიანობა და რომელ დეოდორანტს გვირჩევთ რომ გამოიყენოს?
13:54 / 25-06-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები