ინსულტის 2 მთავარი რისკფაქტორი - რატომ ემართებათ ინსულტი საქართველოში 3-ჯერ-4-ჯერ ხშირად, ვიდრე ევროპაში


ნევროლოგი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა ქაცარავა გადაცემაში "პირადი ექიმი" ინსულტის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ინსულტის შემთხვევები, ევროპასთან შედარებით, 3-ჯერ-4-ჯერ მეტია. ზაზა ქაცარავა ასახელებს იმ რისკებს, რის გამოც შესაძლოა ადამიანს ინსულტი განივუთარდეს:

- საქართველოში იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი სამჯერ და ოთხჯერ უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. მეტიც, ჩვენ ეს მონაცემები თურქეთის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შევადარეთ და თურქეთთან შედარებითაც, ჩვენთან იშემიური ინსულტი გაცილებით უფრო ხშირად ვითარდება, ვიდრე ამ ქვეყანაში. ეს სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული. პირველი, საქართველოში ჭარბი ალკოჰოლის
მოხმარება და სიგარეტის მოწევა გაცილებით
უფრო ხშირია, რეგულარული სპორტი, ფაქტობრივად, ძალიან იშვიათია. გაცილებით მნიშვნელოვანია კიდევ 2 რისკფაქტორი. ერთი გულის მოციმციმე არითმია გახლავთ. დავადგინეთ, რომ საქართველოში ადამიანებს, რომელთაც გულის მოციმციმე არითმია აქვთ, სწორი მკურნალობა არ უტარდებათ. მოციმციმე არითმიებს ანტიკოაგულაცია სჭირდება და მხოლოდ ასპირინის მიღება არავითარ შემთხვევაში არ არის საკმარისი. საჭიროა ვარფარინი ან ახალი ანტიკოაგულანტები. ეს მმკურნალობა ძალიან იშვიათად ხდება. შესაბამისად, მოციმციმე არითმია უდიდესი მტერია და ძალიან ხშირად იშემიურ ინსულტს წარმოშობს. ხოლო, ჰემორაგიული ინსულტის განმაპირობებელი ფაქტორი მოუწესრიგებელი წნევაა.

24856
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნანა
1
კი ბატონო, თუმცა ვარფარინი ძალიან დაიჩაგრა დანიშვნებში მავანთა და მავანთა მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო, ყველავექიმს ვურჩევ, იმუშაონ და ავრცელონ გადამოწმებული ინფორმაციები თავიანთი პროფილით, კარდიოლოგი ვარ და ვარფარინი ერთი ახალგაზრდა ექიმის გამო ბევრმა აკრძალა..სავალალო შედეგები მოყვება ამას..ჩემი პატივისცემა ყველა ექიმს.
20:42 / 06-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები