27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - შეგიძლიათ თუ არა სწრაფი ტესტის გაკეთება კვლავ უფასოდ
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო კვირებია, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი იმატებს და სპეციალისტები შემთხვევების ზრდას ომიკრონის ახალი ქვევარიანტის, ე.წ. BA.5-ის გავრცელებას უკავშირებენ.
კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ, კვლავ უფასოა თუ არა სწრაფი ტესტის ჩატარება, რაზეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, რომ კორონავირუსის გამოსავლენად სწრაფი ტესტის ჩატარება კვლავ უფასოა. აქვე გთავაზობთ იმ კლინიკების ჩამონათვალს, სადაც თბილისში NCDC-ის ცნობით უფასოდ შეგიძლიათ ტესტის ჩატარება:
აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კლინიკების ჩამონათვალი პერიოდულად იცვლება. დადასტურებულად ამ ეტაპისთვის მომსახურება "ევექსის" კლინიკებში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში, "მედკაპიტალში" და "მეგალაბშია" შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ინდივიდუალურად, კლინიკების მიხედვით შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
კლინიკების ჩამონათვალი კი სრულად შეგიძლიათ COVID19 დიაგნოსტიკის უზრუნველყოფის კომპონენტის მიმწოდებელთა
ნუსხაში იხილოთ:გასული კვირის მონაცემების მიხედვით, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 103 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 443 კვლევა ტესტით, მათ შორის 56 699 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 744 PCR ტესტით.
თამარ იაკობაშვილი