თუ წაქცევის შემდეგ ბავშვს ეს სიმპტომები შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - საზაფხულო ტრავმები, რომლებიც არც ისე საშიში ჩანს - მშობლები

თუ წაქცევის შემდეგ ბავშვს ეს სიმპტომები შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს - საზაფხულო ტრავმები, რომლებიც არც ისე საშიში ჩანს

2022-07-18 07:09:30+04:00

დალურჯება, ამოვარდნილობა, მოტეხილობა და ნაღრძობი -  ბავშვობა ტრავმების გარეშე ვერ ჩაივლის. წაქცევა, მუხლების გადაყვლეფა თუ დაჟეჟილობები წელიწადის ნებისმიერ დროს აქტუალურია. თუმცა ზაფხულში, როცა ბავშვი გარემოს იცვლის და უფრო აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ტრავმების რისკიც იზრდება. ძირითადად, რას იშავებენ ბავშვები ზაფხულის სეზონზე?

ტოპ 5 ბავშვური ტრავმა ზაფხულის სეზონზე

პირველ ადგილს სიხშირით დალურჯებები და კანის დაზიანება იკავებს. ამ ზედაპირულ დაზიანებებზე მოდის ზაფხულში მიღებული საერთო ტრავმების 40%.
მეორე ადგილზეა ამოვარდნილობები და მყესის დაჭიმულობა
მესამე ადგილზეა ღია ჭრილობები და ხელის მოტეხილობები
მეოთხე ადგილზე ფეხის მოტეხილობა და შინაგანი დაზიანებები, დაჟეჟილობა, ტვინის შერყევა. ამას მოსდევს დამწვრობა (მიზეზი კოცონი და მაყალი), ასევე დახრჩობის საფრთხე.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი

საუკეთესო გზაა სიფრთხილე და ამ ყველაფრის თავიდან აცილება. თუმცა ბოლომდე დაზღვეული არაფრისგან ვართ, ამიტომ მთავარია, დრო არ დაკარგოთ და ბავშვს სათანადო დახმარება აღმოუჩინოთ.
სახის ტრავმის თავიდან ასაცილებლად ბავშვს ასწავლეთ:
  • არ ირბინოს, როცა პირში რამე უდევს
  • თვალისგან მოშორებით ეჭიროს ჯოხი ან სხვა წვეტიანი საგანი
  • როცა ველოსიპედით, სკეიტით ან ბორბლებიანი ციგურებით სეირნობს, ჩაფხუტი და ხელ-ფეხის დამცავები ყოველთვის მოირგოს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ სახეზე მიღებული ტრავმას ახლავს შემდეგი სიმპტომები:
  1. ძლიერი სისხლდენა, რომელიც 10 წუთში ვერ შეაჩერეთ
  2. თუ დაზიანებულია თვალის ან ქუთუთოს მიდამო
  3. თუ ჭრილობას პირი გაგანიერებული აქვს
  4. თუ ჭრილობა დაბინძურებულია
  5. თუ ჭრილობა ცხოველის ან ადამიანის ნაკბენითაა გამოწვეული
  6. თუ ინფექციის ნიშნები გაჩნდა - სიცხე, სიწითლე ან გამონადენი.
მოტეხილობებისა და ამოვარდნილობის დროს:
მოტეხილობებს ბავშვი ძირითადად, გადმოვარდნის ან სხეულზე პირდაპირი დარტყმის შედეგად იღებს. მოტეხილობები განსაკუთრებით ხშირია ველოსიპედებზე, სკეიტებზე სეირნობისას, ასევე ბურთის თამაშისას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ეჭვი მოტეხილობაზე გაქვთ და თან ერთვის შემდეგი სიმპტომები:
  1. ტკივილი
  2. შესიება
  3. კიდურის დეფორმაცია
  4. გადადდგილების შეზღუდვა
  5. ტემპერატურის მატება, რომელსაც სისხლჩაქცევა და შეწითლებაც ახლავს.
თავის ტრავმის დროს:
ეცადეთ ბავშვს ჩვევად ჰქონდეს ჩაფუტის ტარება ველოსიპედის ან ნებისმიერი ბორბლიანი საშუალების მართვის დროს.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ თავის ტრავმას თან ახლავს:
  1. ღებინება ერთზე მეტჯერ
  2. აზროვნების არევა
  3. მომატებული აღგზნება, მოუსვენრობა
  4. გონების დაკარგვა
  5. სისუსტის შეგრძნება ხელებში ან ფეხებში
  6. ძლიერი ტავის ტკივილი