დაავადებას ტკიპები ავრცელებენ... და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, პი­რის სიმ­შრა­ლე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა - ამირან გამყრელიძე ყირიმ-კონგოს შემთხვევების მატებაზე
დაავადებას ტკიპები ავრცელებენ... და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, პი­რის სიმ­შრა­ლე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა - ამირან გამყრელიძე ყირიმ-კონგოს შემთხვევების მატებაზე
ბოლო 7 თვე­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­რიმ-კონ­გოს 42 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 2 პა­ცი­ენ­ტი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ყი­რიმ-კონ­გოს შემ­თხვე­ვე­ბი მო­მა­ტე­ბუ­ლია.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყი­რიმ-კონ­გო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, პი­რის სიმ­შრა­ლე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის შე­წით­ლე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა იყო სიყ­ვით­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით გა­მო­ნა­ყა­რი.

"7 თვე­ში ყი­რიმ-კონ­გოს 42 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და. სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს 2 გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ლე­ტა­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4.7%-ს შე­ად­გენს. ყი­რიმ-კონ­გოს და­ა­ვა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2009 წელს გა­მოჩ­ნდა. ჩვენ ყო­ველ­წლი­უ­რად გვქონ­და 1-10-15 შემ­თხვე­ვა,
წელს კი ყვე­ლა­ზე მეტი -
42 შემ­თხვე­ვა გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი.

2009 წლი­დან დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა ყი­რიმ-კონ­გოს 164 შემ­თხვე­ვა და 21 გარ­დაც­ვა­ლე­ბა. ზო­გა­დად, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 12.9 პრო­ცენ­ტი იყო. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყი­რიმ-კონ­გო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა. ეს არის ჰე­მო­რა­გი­უ­ლი ცხე­ლე­ბე­ბის ჯგუ­ფი­დან, რო­მელ­საც მი­ე­კუთ­ვნე­ბა მარ­ბურ­გის ცხე­ლე­ბა, ებო­ლა და ასე შემ­დეგ. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ლე­ტა­ლო­ბის პრო­ცენ­ტი 10-დან 40%-მდე მერ­ყე­ობს. ყი­რიმ-კონ­გო აფ­რი­კის, აზი­ის ქვეყ­ნებ­ში, ბალ­კა­ნეთ­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, რუ­სეთ­სა და თურ­ქეთ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩვენ­თან ენ­დე­მუ­რად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ძი­რი­თა­დი გავ­რცე­ლე­ბის რე­გი­ო­ნე­ბია - სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი, შიდა ქარ­თლი, კერ­ძოდ, ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი. ყი­რიმ-კონ­გო ტკი­პე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სხვა­დას­ხვა ცხო­ვე­ლი­დან, გან­სა­კუთ­რე­ბით ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­დან გა­და­დის. მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, პი­რის სიმ­შრა­ლე, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, ლორ­წო­ვა­ნი გარ­სე­ბის შე­წით­ლე­ბა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა იყო სიყ­ვით­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით გა­მო­ნა­ყა­რი, წი­თე­ლი ლა­ქე­ბით. ასე­ვე, პა­ცი­ენტს სის­ხლში მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა. დი­აგ­ნო­ზი ძი­რი­თა­დად "პი­სი­არ“ ტექ­ნო­ლო­გი­ით დგინ­დე­ბა პირ­ვე­ლი 6-7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამას ჩვენ დღეს ვა­ტა­რებთ ლუ­გა­რის კვლე­ვით ცენ­ტრში, შემ­დგომ კი სე­რო­ლო­გი­უ­რად ვიკ­ვლევთ. ძი­რი­თა­დად, მკურ­ნა­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია სტა­ცი­ო­ნარ­ში.

ჩვენს ცენ­ტრა­ლურ ინ­ფექ­ცი­ურ კლი­ნი­კას ყი­რიმ-კონ­გოს მკურ­ნა­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ამ და­ა­ვა­დე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სპე­ცი­ფი­კუ­რი ვაქ­ცი­ნა, ან ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი ჯერ არ არის. ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ისე­თი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­გო­რიც არის "რი­ბა­ვე­რი­ნი“. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი მა­ინც პრე­ვენ­ცი­ა­ზეა“, - აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­გორც ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე გან­მარ­ტავს, იმ ენ­დე­მურ ზო­ნებ­ში, სა­დაც ყი­რიმ-კონ­გოა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­სი­ვე თქმით, აქ­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ტკი­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და სა­მე­დი­ცი­ნო მუ­შა­კე­ბი კარ­გად იყ­ვნენ გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ სიმპტო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პა­ცი­ენ­ტებ­მა დრო­უ­ლად მი­ა­კი­თხონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მკურ­ნა­ლო­ბა იმის სა­წინ­და­რია, რომ და­ა­ვა­დე­ბა არ გარ­თულ­დეს და მძი­მე გა­მო­სა­ვა­ლი არ მი­ვი­ღოთ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტი აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი, რო­გორც სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ისე შიდა ქარ­თლში, სა­დაც ენ­დე­მუ­რი კე­რე­ბი გვაქვს. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა, ცხო­ვე­ლე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, ტკი­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ მე­სა­ქონ­ლე­ებ­თან, თუ რა უნდა გა­ა­კე­თონ პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მის შემ­თხვე­ვა­ში“, - აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

ინტერპრესნიუსი



altაუცილებლად უნდა დააკვირდეთ ნაკბენს - კოღოს, ობობას და ტკიპას სხვადასხვა ნაკბენი და სხვადასხვა გართულება აქვს - სპეციალისტების რეკომენდაციები


alt3 პასუხი ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებულ კითხვებზე - გვპასუხობს ექიმი


975
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
რეალობას-ს
1
დროულად პრევენციის ზომებს რომ არ ანხორციელებენ მაგის ბრალია. სანამ არ მოაწვებათ ვის ახსოვს ტკიპები ან მწერები საერთოთ. ან ჰაერის გაბინძურება.
13:22 / 02-08-2022
რეალობა
0
მერე ეგ კი გასაგებია მაგრამ ტკიპებთან ბრძოლა რო უნდა და არა მარტო ტკიპებთან ! მაწანწალა ძაღლებია იმდენი თკიპებით! სკვერებში პარკებში! მთავარია რომ დაჩიპულები არიან... კუსტბაზე , ლილის ტბაზე, მაგალითად მანგლისში უამრავი ტკიპები რომ არი და მაგათ არავინ ებრძვის...
13:17 / 02-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები