"წინაპრების "მიძინებული“ გენები ძირითადად, პირველ შვილებს გადაეცემათ ხოლმე" - გენეტიკა და ფერები
"წინაპრების "მიძინებული“ გენები ძირითადად, პირველ შვილებს გადაეცემათ ხოლმე" - გენეტიკა და ფერები

ძველად, როცა ყოველი მეორე ოჯახი მრავალშვილიანი იყო, მშობლებს დიდად არ აღელვებდათ, დედას დაემსგავსებოდნენ ბავშვები თუ მამას. 10-15 შვილიდან ვიღაც აუცილებლად დედის ასლი იქნებოდა, ვიღაც - მამის. თანამედროვე ეპოქაში კი მომავალ მშობლებს ყველაფერი აინტერესებთ: როგორი იქნება მათი შვილი, რა ფერის თვალები იქნება, რამსიმაღლე გაიზრდება და რა ფერის თმა ექნება.
დღეს სწორედ თმის ფერის გენეტიკურ ფაქტორებზე გიამბობთ.
ზუსტი განსაზღვრა იმისა, რა ფერის თვალი და თმა ექნება ადამიანს, არავის ძალუძს. ისევე როგორც, ვერავინ გამოიცნობს რამდენად ჯანმრთელი ან დღეგრძელი იქნება ადამიანი, სამაგიეროდ არსებობს გენების
კანონზომიერება, რომლებიც სხვა ბევრ ფაქტორთან
ერთად, თმის ფერსაც განსაზღვრავენ. ეს გენები დომინანტური ან რეცესიულია. მენდელეევის კანონის მიხედვით, დომინანტური, ანუ ძლიერი გენები, თრგუნავენ რეცესიულ გენებს. გენეტიკა ზუსტ პასუხებს არ იძლევა, სამაგიეროდ მოსალოდნელი შედეგის შანსებს ზომავს.

ვის დაემსგავსება?

მუქი თმის გენი დომინანტურია, რადგან ეს პიგმენტი ღია ფერზე ძლიერია. ხვეული თმა და სიმელოტისკენ მიდრეკილებაც დიდი შანსია, რომ მემკვიდრეობით გადაეცეს. სწორი თმა და მათი ღია შეფერილობა კი გენეტიკურად სუსტია და დომინანტ გენთან „ორთაბრძოლაში“ ადვილად მარცხდება.
ამ პროცესში რამდენიმე თაობის გენი მონაწილეობს. მაგალითად თაობების წინ მიძინებული წითური თმა შეიძლება ისეთ ბავშვს გამოჰყვეს, რომლის მშობლებიც წითურები არ არიან. ასეთი „გამოღვიძებული“ გენები ძირითადად, პირველ შვილებს გადაეცემათ ხოლმე.

თეორიიდან პრაქტიკამდე

პიგმენტები, ისევე როგორც კერატინი, თმის შიდა ფენაში, კორტეკსშია განლაგებული. ეუმელანინი შავ და ყავისფერ ფერებზეა პასუხისმგებელი. ფეომელანინი კი ნათელ და წითურ ფერებს „აკონტროლებს“.
გენეტიკის კანონების თანახმად, ბავშვი ორივე მშობლის გენებს ატარებს. ქერა რომ დაიბადოს, ორივე მშობელი რეცესიული გენების მატარებელი უნდა იყოს, მაგალითად, ორივე ქერა, ან ერთი ქერა, მეორე წითური. ქერასა და შავთმიან მშობლებს უმეტესი შანსი აქვთ, რომ მუქთმიანი პატარა ეყოლებათ. ქერას გაჩენის შანსებიც არსებობს, თუმცა მცირე. ამიტომაცაა მუქი თმა პლანეტაზე ყველაზე მეტად გავრცელებული.
წითური ბავშვები იბადებიან, თუ წინაპრებში დომინანტური ნიშნები ექვსზე ნაკლები იყო, ღია ქერა - სამზე ნაკლები, ქერა - ორზე ნაკლები.
ასეთი სქემით თმის სავარაუდო ფერის გამოცნობა შესაძლებელია. როგორც ამბობენ, ბუნება საუკეთესო მხატვარია და გენების „გათამაშებით“ ათასნაირი ვარიანტი შეიძლება მიიღოთ. თუმცა სად ეუმელანინი გაიმარჯვებს და სად - ფეომელანინი, ამას ზუსტად ვერავინ გეტყვით.
ხშირად ბავშვი იბადება ქერა ან ხვეული თმით, თუმცა ეს თმა შეიძლება მთლიანად გაქრეს 3-4 თვისთვის. ფერი კი შეიძლება იყოს სრულიად მოულოდნელი, როგორც ყველაზე ღია, ასევე მუქი, რადგან ენდოკრინული სისტემაც არსებობს, რომელიც თმის ფერისა და სტრუქტურის ფორმირებას 5 წლისთვის ან ცოტა გვიან ასრულებს.
გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს ტესტოსტერონის გავლენით, ზოგჯერ თმის ფერი უმუქდებათ. უფროს ასაკში კი, როცა უჯრედები თანდათან ამცირებენ მელანინის გამოყოფას, პიგმენტები ირღვევა და ადამიანი ჭაღარავდება. სხვათა შორის, სტრესის გავლენით, ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება პიგმენტაცია დაირღვეს და სრულიად ახალგაზრდა ადამიანი სწრაფად გაჭაღარავდეს.

altრომელი დაავადებები გადაეცემათ ბავშვებს გენეტიკურად - დაავადებები და გენეტიკა

altრაზეა დამოკიდებული ბავშვის თვალის ფერი და სხვა ნაკვთები - გენეტიკის სასწაულები

altრა გადაეცემა მემკვიდრეობით ბავშვს დედისგან და რა - მამისგან - რა უნდა იცოდეთ გენეტიკის შესახებ, ვიდრე შვილის გაჩენას დაგეგმავთ




2717
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები