ვის შეუძლია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აცრა და რას პასუხობენ აფთიაქები "ფასიანი" აცრის მსურველებს
ვის შეუძლია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აცრა და რას პასუხობენ აფთიაქები "ფასიანი" აცრის მსურველებს

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა სანოფი პასტერის წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

რიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდებათ:

  • დიაბეტის მქონე პირები
  • დიალიზზე მყოფი პირები
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი
    მომვლელი პერსონალი
  • ორსულები
  • 60 წლის და უფროსი
    ასაკის ხანდაზმული პირები
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები
  • მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები
  • ექიმები
  • ექიმი-რეზიდენტები
  • ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები)
  • საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები
  • ბებიაქალები
  • სტომატოლოგები
  • სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები
  • სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
  • სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალი
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები
  • მონადირეები
  • ვეტერინარები
  • ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები
  • საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები
  • სამხედრო სამედიცინო გვარეობის საშტატო თანამდებობაზე მომაშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი
  • პატიმრობის დაწესებულება
  • თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
  • ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება

რისკის ჯგუფის მოქალაქეებმა ვაქცინაციისთვის უნდა მიმართონ სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს: https://cutt.ly/HVlw8Wa
სერვისის მისაღებად, თან უნდა იქონიონ საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.

აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ჯგუფების გარდა, მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში გრიპის ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინონ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "ავერსის", "პსპ-ს", "ფარმადეპოსა" და "ჯიპისის" სააფთიაქო ქსელებს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ჯერჯერობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მათ ქსელში არაა და ამ ეტაპზე, შემოსვლის თარიღსა და სავარაუდო ღირებულების შესახებაც არ აქვთ ინფორმაცია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას, მისი პრევენციის ძირითადი საშუალება კი სეზონური ვაქცინაციაა.

შეგახსენებთ, რომ ბავშვებში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან მიმდინარეობს.

თამარ იაკობაშვილი

2462
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები