დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 30 ნოემბრამდე ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ამავე დროს, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დეკემბერსა და იანვარში შესაძლოა გრიპის შემთხვევებმა განსაკუთრებით მოიმატოს, პრევენციისთვის კი მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 6 თვის ასაკიდანაა ნებადართული და ადამიანებს შესაძლო გართულებებისგან იცავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ კლინიკების ჩამონათვალი, სადაც ვაქცინაციას უფასოდ ჩაიტარებთ, ასეთია:
მათივე განმარტებით, ჯობს, ინფორმაცია კონკრეტულ კლინიკაში მაინც წინასწარ გადაამოწმოთ, არის თუ არა ადგილზე შესაბამისი ვაქცინა.
რეგიონების შემთხვევაში, პროგრამაში არაერთი კლინიკაა ჩართული და ინფორმაციის დაზუსტება, კონკრეტულად რომელ საავადმყოფოში შეძლებთ ვაქცინაციის ჩატარებას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნომერზე: 116 001.
თამარ იაკობაშვილი
„ოჯახი არ დარჩა, სადაც სიცხიანი ბავშვი არ არის... ძვირიანი წამლები, ფასიანი პედიატრები - ამ გაჭირვებაში კიდევ უარეს დღეში გვაგდებს ხალხს..." - რას ამბობენ მშობლები და რა კომენტარებს აკეთებენ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები შექმნილ ვითარებაზე