"თუ ერთი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება, წყვილმა ექიმ-რეპროდუქტოლოგს უნდა მიმართოს“
"თუ ერთი წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება, წყვილმა ექიმ-რეპროდუქტოლოგს უნდა მიმართოს“
უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. თუ რა იწვევს უშვილობას და რა თანამედროვე მეთოდები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამ თემაზე მსოფლიო დონის რეპროდუქტოლოგი ჰაქან ქოზინოღლუ გვესაუბრება. იგი თბილისში სპეციალური მოწვევით იმყოფება და კონსულტაციას უწევს უშვილო წყვილებს.

- რამდენად ხშირია უშვილობის პრობლემა მსოფლიოში, რას გვეტყვთ სტატისტიკაზე?
- დღესდღეობით უშვილობის პრობლემა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს აწუხებს, თუმცა ამ სტატისტიკის საპირწონედ შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო მედიცინა წინ მიდის და ყოველდღიურად ვითარდება.
- რას გვეტყვით უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე?
მიზეზი სხვადასხვაგვარია. ხშირია შემთხვევა, როდესაც პრობლემა კომპლექსურია და აწუხებს ქალსაც და მამაკაცსაც. მაგალითად, ქალისგან განპირობებული მიზეზებია: ანოვულატორული ციკლი, გაუმტარი კვერცხსავალი მილები, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს ღრუს ანომალიები და სხვა. მამაკაცისგან განპირობებული მიზეზები შეიძლება იყოს აზოოსპერმია, ოლიგოსპერმია ან სპერმის მორფოლოგიურ და ქრომოსომულ ანომალიები... დაავადებები, რომლებიც იწვევენ ამ პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოა და გამოვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც შვილოსნობის საკითხი დგება. ამიტომაა აუცილებელი წყვილის კონსულტირება და არა ერთ-ერთი მათგანის, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე.
- როდის უნდა მიმართოს წყვილმა რეპროდუქტოლოგს?
- ერთი წლის განმავლობაში რეგულარული ურთიერთობის მიუხედავად თუ არ დგება ორსულობა, წყვილმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ-რეპროდუქტოლოგს. 35 წელს
გადაცილებული ქალბატონების შემთხვევაში ეს დრო 6 თვემდე მცირდება. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ სპეციალისტთან დროულ მიმართვას, მართლაც რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა.
- უშვილობის პრობლემის მოსაგვარებლად მკურნალობის რა უახლესი მეთოდები არის დღეს დანერგილი მსოფლიო მედიცინაში?
- მე ისრაელის, გერმანიისა და ამერიკის კლინიკებში მუშაობის გამოცდილება მაქვს, გარდა ამისა, მაქვს რეგულარული სამუშაო ვიზიტები ევროპის წამყვან ცენტრებში, მუდმივად ვეცნობი და პრაქტიკაში ვნერგავ ამ მიმართულებით ყველა თანამედროვე მეთოდსა და ტექნოლოგიას. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ დიაგნოსტიკისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების განვითარებამ უშვილობის პრობლემასთან გამკლავება გახადა შესაძლებელი და ყველაზე უიმედო შემთხვევებშიც კი მისცა შესაძლებლობა უშვილო წყვილს, იყოლიოს და აღზარდოს ნატვრად ქცეული პატარა.
- თბილისში ყოფნას კიდევ რამდენ ხანს გეგმავთ?
- თბილისში ერთ-ერთი კლინიკის სპეციალური მოწვევით ვიმყოფები და სავარაუდოდ ერთი თვე განვაგრძობ უშვილო წყვილების კონსულტირებას. ყოველდღიურად უშვილობის პრობლემის მქონე ათობით პაციენტს ვიღებთ და რაც ყველაზე მთავარია ინდივიდუალური მიდგომით და სწორად შერჩეული მკურნალობის ტაქტიკით ვამტკიცებთ, რომ უშვილობა განაჩენი არ არის.
- რას ურჩევთ უშვილო წყვილებს?
პაციენტთა მომართვიანობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უშვილობის პრობლემა თქვენს ქვეყანაშიც საკმაოდ აქტუალურია. ყველა წყვილს ვურჩევდი, არ დაკარგონ ორი მთავარი რამ - დრო და იმედი.
ესაუბრა სალომე გორგოშიძე
13498
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (24)
gochas
0
ჩაჩავას კლინიკა არის ფილარმონიასთან, კინოთეატრ ამირანის გვერდით.
00:59 / 08-02-2015
gocha
0
chachavas klinika raadgilzea tbilishi misamarti damiweret. Samshabatistvis var chawerili tyuilad tuarchamiyvanes
00:05 / 08-02-2015
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?