7 ფაქტორი, რაც ბავშვის ტვინის განვითარებას ხელს უშლის
7 ფაქტორი, რაც ბავშვის ტვინის განვითარებას ხელს უშლის
ბავშვის ტვინი განუწყვეტლივ ვითარდება. დედამ ამ ბუნებრივ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს, რადგან 21-ე საუკუნეში თქვენი შვილის მომავალი აუცილებლად გონებრივ შრომაზე იქნება დამოკიდებული.
მეცნიერებმა შეადგინეს იმ ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებიც ტვინის გნვითარებას ხელს უშლიან.
1. საუზმეზე უარის თქმა
დილით ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს, თორემ ტვინი საკმარის გლუკოზას ვერ მიიღებს. უამისოდ მისკ კვება შეუძლებელია.
2. დიდი ულუფები
სამწუხაროდ, ზედმეტი კვება ბავშვების სისხლშიც ქოლესტერინის მატებას იწვევს. ეს ნივთიერება თავის ტვინის სისხლძრღვებს გარკვეულწილად ახშობს და სისხლის მიმოქცევას უშლის ხელს.
3. შაქარი
შაქარი ბავშვს დიდი სიფრთხილით
უნდა მისცეთ. ზედმეტი რაოდენობა დაავადებების მიზეზი ხდება. ეს პროდუქტი ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას იწვევს, რომელი ტვინის სრულფასოვან განვიტარებას წინ ეღობება.
4. ძილის ნაკლებობა
თუ ბავშვი სისტემატურად გამოუძინებელია, შეშფოთების მიზეზი ნამდილად გქონიათ. დაფიქრდით, მუდმივი დაღლილობა როგორ იმოქმედებს გონებაზე?
5. არასწორი მკურნალობა
როცა ბავშვი ავადაა, ან ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა, მისი გონების გადატვირთვა მეცადინეობით არ შეიძლება. ამ დროს ბავშვის ტვინი ისედაც ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის.
6. სტიმულაციის არარსებობა
ტვინის განვითარებისთვის სტიმული აუცილებელია: ხშირი სეირნობა, მაგიდის თამაშები, კონსტრუქტორები, წიგნები - ეს ყველაფერი ჰარმონიული განვიტარებისთვის აუცილებელია.
7. როცა ბავშვს არ ესაუბრებიან
რაც მეტს ესაუბრებით ბავშვს, მით უფრო აქტიურად მუშაობს მისი
ტვინი. ელაპარაკეთ დაუსრულებლად მისთვის საინტერესო ამბებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

mshoblebi
თინეიჯერის ტვინის საიდუმლოებები



mshoblebi
ჭადრაკი ტვინს ააქტიურება
46651
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი