ბევრ დედას ეჭვი ეპარება ბლის სარგებლიანობაში და მას "გამბერავ" ხილად მიიჩნევს ბალი უკვე მომწიფდა და ბავშვებსაც მისკენ გულმა გაუწიათ. თუმცა ბევრ დედას ეჭვი ეპარება ბლის სარგებლიანობაში და მას "გამბერავ" ხილად მიიჩნევს, რის გამოც ხშირად არც კი აკარებს მოზარდს ამ გემრიელობასთან. არის თუ არა სინამდვილეში ასე?
ბალი საკმაოდ სასარგებლოა. მასში ვიტამინების მთელი კომპლექსია, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის. ბალთან ერთად ორგანიზმში ხვდება А, С, В, Р, РР ვიტამინები, ფოსფორი, რკინა და კალციუმი. ამ ხილში ბევრი იოდია, კალიუმი, ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას არეგულირებს. ბალი განსაკუთრებულად რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შარდსასქესო გზების პრობლემები აქვთ, რადგან ეს ხილი ამ ორგანოებს ასუფთავებს.
გაფრთხილება: ბავშვებს, განსაკუთრებით, ვისაც ალერგიისკენ აქვს მიდრეკილება, 3 წლამდე არ ურჩევენ ბლის მირთმევას. თუ არ არის ალერგიული, მაშინ 2 წლიდან შეიძლება ბავშვისთვის ბლის მიცემა. საერთოდაც, როცა ახალ ხილს ასინჯებთ პატარას, ჯობს, ჯერ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.
და კიდევ, ისევე, როგორც ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, "დოზის გადაჭარბება" არც აქ არის სასურველი. ბევრი ბალი მეტეორიზმს (მუცლის შებერილობას) იწვევს, ამიტომ დააკვირდით, რომ ზომიერად მიირთვას ეს ხილი.