თანამედროვე კოსმეტიკა ხშირად საღებავებს, სტაბილიზატორებსა და არომატიზატორებს შეიცავს. არც საბავშვო კოსმეტიკაა გამონაკლისი დღეს იმდენი ბრენდი გვთავაზობს კოსმეტიკის საბავშვო ხაზს, რომ შეიძლება ყველაზე გამოცდილი ფარმაცევტიც დაიბნეს, მით უმეტეს ახალგაზრდა დედა. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რასაც საბავშვო კოსმეტიკის შეძენისას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
თანამედროვე კოსმეტიკა ხშირად საღებავებს, სტაბილიზატორებსა და არომატიზატორებს შეიცავს. არც საბავშვო კოსმეტიკაა გამონაკლისი, თუმცა შამპუნის და კრემების გარეშე მაინც ვერ დარჩებით.
შეფუთვა და ეტიკეტი
შეიძინეთ მხოლოდ ავტორიტეტული ფირმების ნაწარმი. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მოცემული პროდუქტის სრული შემადგენლობა, მათ შორის ქართულ ენაზეც. დამზადების თარიღი, შენახვის ვადები და წესები. ეს ინფორმაცია გარკვევით უნდა იკითხებოდეს. თუ ეტიკეტს ჩამოთვლილთაგან რომელიმე აკლია, ის საიმედო არ არის.
ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები
თუ კრემი ბოლომდე ნატურალურია, ის მაცივარში უნდა ინახებოდეს არა უმეტეს 6 თვისა.
ფერი
უფერული და თეთრი ფერის საცხები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე წითელი თუ იისფერი.
ქაფი
ბავშვის დასაბანი საშუალებები ზომიერად უნდა ქაფდებოდეს. თუ სქელი და დიდი ქაფი გროვდება, ესე იგი დანამატებით არის გამდიდრებული. ასეთი დასაბანი საშუალება ბავშვისთვის მავნებელია, მით უმეტეს ჩვილისთვის.
მასა
ნატურალური კრემი ერთგვაროვან სტრუქტურას დიდი ხნის განმავლობაში არ ინარჩუნებს.
4 თვისება, რომელიც ხარისხიან საბავშვო შამპუნს უნდა ჰქონდეს
ძველებური რეცეპტები ბავშვის თმის სწრაფად ზრდისა და გაჯანსაღებისთვის
როგორ მოვაშოროთ ბავშვს ტილები - თანამედროვე და ხალხური საშუალებები