ამერიკელმა ექიმებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზები იპოვეს ბავშვი როცა ავადაა, ჭირვეულობს და ყველაფერზე პროტესტს გამოთქვამს. ბევრს აბის გადაყლაპვაც ეძნელება და წამლის დალევაზე უარს აცხადებს. ამერიკელმა ექიმებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზები იპოვეს.
როგორც აღმოჩნდა, ეს პრობლემა ყოველ მეათე ბავშვს აქვს. პრობლემის მთავარი მიზეზი შიში და დისკომფორტია. კიდევ უფრო რთულდება ვითარება, თუ აბო ოდნავ დიდია ან ცუდი გემო აქვს.
მშობლები მარტივ გამოსავალს პოულობენ - აბს ამტვრევენ და სითხესთან შეზავებულს აძლევენ. სპეციალისტები ამას არ გირჩევენ - ფხვნილის უსიამოვნო გემო უფრო გააძლიერებს მისდამი სიძულვილს, გარდა ამისა, ფხვნილი მაშინვე სრულად შეითვისება ორგანიზმის მიერ და ზედოზირების ალბათობაარსებობს. ზოგიერთი ექიმი იმასაც ამბობს, რომ შემოგარსული აბების გატეხვა და დაფხვნაც არ არის რეკომენდებული.
აბისადმი შიშის დასაძლევად რამდენიმე მარტივი მეთოდი სცადეთ.
ფსიქოლოგიური შიშის დასაძლევად აბის ჩაყლაპვა რაიმე თამაშს დაუკავშირეთ. მაგალითად, ვითომ ენა სასრიალოა და აბი წყლის დახმარებით უნდა ჩასრიალდეს.
ასწავლეთ გადაყლაპვის ტექნიკა - სავარჯიშოდ ციცქნა საწუწნი კანფეტები გამოიყენეთ. ამ დროს ბავშვი სწორად უნდა იჯდეს. დრაჟე ენაზე დაადეთ, წყლის მისაყოლებლად კი არა ფინჯანი, არამედ ბოთლი გამოიყენეთ.