ახალმა ტანსაცმელმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს
ახალმა ტანსაცმელმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს
მეცნიერები გვირჩევენ, ახალი ტანსაცმელი გავრეცხოთ, სანამ მას პირველად ჩავაცმევთ ბავშვს. ეს არა მხოლოდ ჰიგიენის დაცვის მიზნით (ხშირად ტანსაცმელი გარეთ კიდია, ბაზრობასა თუ მაღაზიაში და ბევრ მტვერს იღებს), არამედ თურმე, ალერგიული რეაქციების რისკის თავიდან ასაცილებლად. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ქიმიკატებმა, რომლებითაც მუშავდება სამოსი.
ალერგია ვლინდება წითელი გამონაყარით კანზე, ქავილით. უფრო ხშირად სიწითლე ჩნდება იღლიების, კისრის, წელის, თეძოების არეში.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის დერმატოლოგი დონალდ ბელსიტოს თქმით, პირველ რიგში ალერგიას იწვევს ფორმალდეჰიდი, ასევე
აზოსაღებავები, რომლებიც ქსოვილს სხვადასხვა თვისებას სძენენ, თუმცა ალერგიულ რეაქციებს იწვევენ და გარეცხვის შემდეგ შედარებით მსუბუქდება ეს რეაქცია.
1913
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?