ციფრული ჭკუასუსტობის ვირუსი - დიაგნოზი, რომელიც ყველას ემუქრება!
ციფრული ჭკუასუსტობის ვირუსი - დიაგნოზი, რომელიც ყველას ემუქრება!
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენ აუკრძალავთ შვილებს გაჯეტებით სარგებლობას! დღეს მთელი მსოფლიო გადასულია გაჯეტებზე: სმარტფონებზე, პლანშეტებსა და სხვადასხვა ციფრულ ტექნიკაზე. მათთან ერთად მსოფლიოში ახალი ვირუსი ვრცელდება, რომელსაც ციფრული ჭკუასუსტობის ვირუსი ჰქვია. ეს არ არის ხუმრობა - ეს დიაგნოზია. 2007 წელს სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ყოველწლიურად სულ მეტი და მეტი ბავშვი უჩივის ყურადღების დეფიციტს, გონების დაკარგვას, თვითკონტროლის დაბალ დონესა და დეპრესიას. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ციფრული თაობის წარმომადგენლების თავის ტვინში ისეთი ცვლილებები მიმდინარეობს, როგორც თავის ტვინის ტრავმის ან დემენციის ადრეულ სტადიაზე - ჭკუასუსტობის
დროს. როგორც წესი, ეს სიმპტომები ღრმა სიბერის დროს ვითარდება. რთულია ამის დაჯერება, მაგრამ საშუალო სტატისტიკურმა შვიდი წლის ბავშვმა ეკრანთან 1 წელზე მეტი უკვე გაატარა, ხოლო 18 წლისამ - 4 წელზე მეტი!
ტვინს მუდმივად სჭირდება განვითარება და კვება. ეს შოკის მომგვრელი განაცხადია, მაგრამ ფაქტია, რომ 1970 წლიდან ბავშვების აქტიურობის რადიუსი (სივრცე სახლთან ახლოს, ადგილი, სადაც ბავშვები შეიცნობენ სამყაროს) 90%-ით შემცირდა! სამყარო დაპატარავდა სმარტფონის ეკრანამდე. ბავშვებს დაავიწყდათ და უფრო უარესი, მათ არ იციან რა არის წვიმაში გარეთ სირბილი, ხეზე აძრომა ან უბრალოდ ერთმანეთთან საუბარი. ისინი საათობით სხედან თავიანთ სმარტფონებთან. ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია
კუნთების განვითარება, სუფთა ჰაერზე სეირნობა და უბრალოდ, ადამიანებთან ურთიერთობა. ოცდამეერთე საუკუნის მშობლებს ნამდვილად აქვთ მიზეზი ნერვიულობისთვის. ტვინის ფორმირება ხდება მაშინ, როდესაც არსებობს შინაგანი სტიმული და რაც მეტია ეს სტიმული, მით უკეთესია ტვინისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეისწავლონ სამყარო ფიზიკურად და არა ვირტუალურად. ასევე ბავშვს სჭირდებათ ჯანმრთელი და სრულყოფილი ძილი. თანამედროვე ბავშვებს არ შეუძლიათ მოსწყდნენ კომპიუტერს და კომპიუტერულ თამაშებს. ყოველივე ეს საგრძნობლად ამცირებს ძილის ხანგრძლივობას და იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას. რა განვითარებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ბავშვს ძილი არ ჰყოფნის, დილით კი იღვიძებს დაღლილი და შრომისუუნარო.

ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ციფრულმა ტექნოლოგიამ შეცვალოს ბავშვის ტვინი? პირველ რიგში იზღუდება შინაგანი სტიმულის რაოდენობა. ბავშვი არ იღებს საკმარის გამოცდილებას, რათა განავითაროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვინის უბნები, რომლებიც პასუხს აგებენ თვითკონტროლზე, გადაწყვეტილების მიღებაზე... ის კი, რაც არ მუშაობს - კვდება. ადამიანი თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გაივლის, მისი კუნთები ატროფიას განიცდიან. ბავშვები არ არიან მიჩვეული ინფორმაციის დამახსოვრებას - მათთვის ადვილია გამზადებული ინფორმაციის მოძიება. ესეც მეხსიერების გაზარმაცებაა. ტვინს კი მუდმივი მუშაობა და ვარჯიში ესაჭიროება.

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ თქვენი შვილები! ამისათვის საკმარისია, გაჯეტებთან ურთიერთობის დრო მაქსიმალურად შეზღუდოთ. გაგიკვირდებათ და სტივ ჯობსი, რომელიც ციფრული ინდუსტრიის მამამთავარი იყო, სწორედ ასე მოექცა თავის შვილებს. მისი შვილები არ იყენებდნენ აიპადს, ხოლო სხვა გაჯეტების ხმარება აკრძალული ჰქონდათ ღამით და დასვენების დღეებში. Blogger-ის და Twitter-ის შემქმნელების შვილებს პლანშეტითა და სმარტფონით სარგებლობა შეუძლიათ დღეში 1 საათის განმავლობაში, ხოლო Outcast Agency-ს დირექტორი უფროს შვილებს დღეში 30 წთ. რთავს ნებას გაჯეტებით სარგებლობისათვის, უმცროს ბავშვებს კი საერთოდ არ აქვთ ისინი. ესეც პასუხი კითხვაზე: "აბა, რა ვქნათ?" იზრუნეთ ჯანმრთელი მოზარდი თაობის აღზრდაზე. იფიქრეთ, რა მომავალი ექნებათ მათ 10-12 წლის შემდეგ, თუ დღეს ნახევარი დღე თავიანთ სუპერთანამედროვე გაჯეტებთან სხედან. თუ თქვენს მეგობრებს ჰყავთ ბავშვები, აუცილებლად მოუყევით მათ მშობლებს ციფრული ჭკუასუსტობის შესახებ!
მოამზადა სალომე გორგოშიძემ
74465
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
Kiki
0
Kide kai jer kompi ar maq. Teleponsac ishviatad vtxovnit bavshvebs..didi didi multpilmi chavurto,an mus. Klipebi. Tamashebic ishviatad!
23:46 / 10-07-2016
lali
2
chemi shvilishvili 6wlisaa da isterikashi vardeba kompiuteris gamo,s anam verevit am situacias erti saati dilit zis da erti saati sagamos.
01:30 / 09-07-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?