მეცნიერები 3 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ბავშვთა ტრავმებს რომელი ბავშვი არ წაქცეულა და თავიც ვის არ დაურტყამს, მაგრამ მეცნიერები მშობლებს აფრთხილებენ, რომ თავით დაცემას შეიძლება, ფარული შედეგები მოჰყვეს.
ჩვეულებრივ, როცა ბავშვი თავს არტყამს, მშობლებს ყველაზე მეტად ტვინის დაზიანების ეშინიათ. როგორც კი აღმოჩნდება, რომ შერყევა არ არის, დედა-მამა შვებით ამოისუნთქავს. არადა, ტვინის შერყვევა სულაც არ გახლავთ ერთადერთი და ყველაზე საშიში ტრავმა თავით დაცემის შემდეგ. ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვობაში მიღებული თავის ტრავმის შემდეგ, შესაძლოა, ბავშვს საზოგადოებაში ადაპტაციის პრობლემები შეექმნას.
მეცნიერები 3 წლის განმავლობაში იკვლევდნენ ბავშვთა ტრავმებს. აღმოჩნდა, რომ თავს პატარები ყველაზე ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს იზიანებენ - საქარე მინაზე, გვერდითა ფანჯარასა და სხვა ადგილებზე მირტყმით. ასევე - ახალფეხადგმულები სიარულის სწავლის დროს... მკვლევარებმა დეტალური შესწავლის შედეგად ისიც დაადგინეს, რომ ყველაზე ხშირად თავის დარტყმის დროს ტვინის ის უბანი ზიანდება, რომელიც პიროვნების სოციალიზაციას განსაზღვრავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ შეამჩნევთ, რომ თავის დარტყმიდან რამდენიმე თვის შემდეგ ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტა, თანატოლებს ჩამოსცილდა და კონტაქტის დამყარება უჭირს, ესე იგი მან უფრო დიდი დარტყმა მიიღო, ვიდრე თქვენ ვარაუდობდით.
კონტაქტურობის დაბალი დონე, ისევე როგორც ყველა ასოციალური ქცევა, პროფესიულ სფეროში რეალიზაციასაც უშლის ხელს და პირად ცხოვრებასაც. ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით ბავშვებს - მაქსიმალურად აიცილეთ თავიდან ტრავმები. ხოლო თუ ტრავმა ვბერ აიცილეთ თავიდან, მის მერე დააკვირდით ბავშვის ქცევას და როგორც კი რაიმე დაგაეჭვებთ, მაშინვე სათანადოდ იმოქმედეთ.