ხშირად ადამიანი ერთდროულად იღებს როგორც მზით დამწვრობას, ასევე ხდება მისი სხეულის გადახურებაც "დამწვრობა ტრავმის ის სახეობაა, რომლის 80%-ის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლება. დიახ, ჩვენს სურვილზეა დამოკიდებული დამწვრობის შედეგად მივიღებთ თუ არა სხეულის დაზიანებას", - გვეუბნება გუგა ქაშიბაძე, პლასტიკური ქირურგი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ამჟამად მზის დამწვრობაზე გვესაუბრება.
- დიახ, თავიდან ავიცილებთ მზის დამწვრობას, ან დიდად არ დავზიანდებით, თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ. განსაკუთრებით საშიშ კატეგორიას წარმოადგენენ პატარა ბავშვები და მოხუცები, რადგანაც მათი კანი ძალიან თხელია, ამიტომ ისინი მზის დამწვრობას სწრაფად იღებენ. დანაშაულია პატარა ბავშვის განსაკუთრებით 11 საათიდან 4-მდე პლაჟზე გაყვანა. ის კი არა, ქოლგის ქვეშაც ძალიან საფრთხილოა.
საერთოდ, რაც უფრო გრძელია ჩვენი ჩრდილი, მით უსაფრთხოა მზე, რაც უფრო მოკლდება ჩრდილი, მზით ადვილად ვიწვებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პლაჟზე სანტიმეტრით ვიაროთ და ჩრდილი ვზომოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, 11-დან 4-მდე ისეთი კანისთვის, რომელსაც მზის სხივები ჯერჯერობით არ მიუღია, ბუნებრივია, ადვილად იწვება. პირველი ორი ვიზიტი მზის გულზე დამცავი ფენების გარეშე არ შეიძლება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც თეთრი კანი აქვს. ორი-სამ ვიზიტში ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ კანი რუჯს.
ხშირად ადამიანი ერთდროულად იღებს როგორც მზით დამწვრობას, ასევე ხდება მისი სხეულის გადახურებაც და სითბური დაკვრაც (მზის დაკვრასაც ეძახიან). ამიტომ, ბავშვები და მოხუცები ჯობია, ქუდით გავიდნენ პლაჟზე, რომელიც თეთრი ფერის იქნება. ამით მზის სხივების არეკვლა მოხდება და ნაკლებად დაზიანდებიან.
ხშირია ასეთი შემთხვევაც, დაიწვებიან, სითხით სავსე ბუშტუკები დააჩნდებათ, მერე იმას ჩამოიფცქვნიან და განმეორებით გადიან მზეზე იმიტომ, რომ ერთი კვირა თუ 10 დღე აქვთ შვებულება და უნდათ, რომ რუჯი მიიღონ. ასეთ დრო კანზე პიგმენტული ლაქები ჩნდება და მათი მოშორება შემდეგში ძნელია... საერთოდ, მზის გულზე ადამიანი იმას ვერ ხვდება, რომ დაიწვა, ამას მაშინ აფიქსირებს, როდესაც ჩრდილში გადადის.
- რა ახასითებს მზის დამწვრობას?
- კანის სიჭრელე ანუ გაწითლება, ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნებები, კანკალი, მაღალი ტემპერატურა.
- მიუხედავად გაფრთხილებისა, თუ მაინც მივიღებთ მზის დამწვრობას, როგორ მოვუაროთ დაზიანებულ სხეულს?
- პირველ რიგში ტკივილგამაყუჩებელი უნდა მივიღოთ. რათა ტკივილი მოგვეხსნას, ორგანიზმი სითხეებით უნდა დაიტვირთოს, იმიტომ რომ მზის დამწვრობა კანის გამოშრობას იწვევს (სითხეში ალკოჰოლს ბუნებრივია არ ვგულისხმობ). უნდა მივიღოთ ჩაი, სუფთა და მინერალური წყალი. მოკლედ, ორგანიზმი სითხით უნდა შეივსოს. ვეცადოთ, დაზიანებულ კანზე არ წავისვათ ათასნაირი კუსტარულად დამზადებული საშუალებები.
- რა არის ესენი?
- ვერ წარმოიდგენთ, რას არ ისვამენ. ეს არის: მაიონეზი, მაწონი, საჭმელი სოდა, კონიაკი, სპირტი, რაღაც მცენარეების ნახარშები, კიტრისა და კარტოფილის ნათალი, ჯობია, უკვე ლიცენზირებული, აფთიაქში შეძენილი პრეპარატების კანზე დატანა, რათა დამწვრობა სწრაფად და ადვილად მოგვეხსნას. მზის დამწვრობის შემთხვევაში, მეორე დღესვე რეკომენდებული არ არის, ისევ მზეზე გავიდეთ, დაზიანებული კანი ვერ უძლებს მზის სხივებს და ბუნებრივია, სერიოზული დაზიანება ისევ მოხდება. გაგიკვირდებათ და როდესაც მზე ზენიტშია, შესაძლებელია, ადვილად დავიწვათ არა მარტო პირდაპირი მზის სხივებით.
- კიდევ რისგან?
- ზღვაზე ქვა, წყალი, ყველაფერი სხვივებს ირეკლავს და ხდება
ამ მზის სხივების რამდენჯერმე ზემოქმედება. როგორც გითხარით, ქოლგის ქვეშაც მიუღიათ დამწვრობა და ეს გაფრთხილება განსაკუთრებით თეთრი კანის მქონე მოსახლეობას ეხება...
- მაწონი ახსენეთ. რატომ არ შეიძლება მისი გამოყენება დამწვარზე?
- მაწონი სითხეა, რომელიც მალე ორთქლდება, ასევე სპირტიც. ეს საშუალებები მხოლოდ ცოტა ხნით აგრილებს სხეულს, მეტი ეფექტი მათ არ აქვთ. დამწვარ კანზე მაშინვე ცივი საფენიც რომ დაიდოთ, ისიც გესიამოვნებათ. მოკლედ, ამ ყველაფერს უცბად კი აქვს ეფექტი, მაგრამ თითოეული მალე ორთქლდება და სამკურნალო თვისებები ნაკლბად აქვთ. მაგრამ თუ სხვა არაფერი საშულაბა არ გვავქს და სადღაც "ტყეში" ვართ, მაშინ მაწონის წასმაც შეიძლება, მაგრამ თუ აფთიაქი ახლოს არის, რა თქმა უნდა, იქ შეძენილი სპეციალური საშუალებები 2-3-ჯერ ეფექტურია. გაგრძელება