შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
ლუდის სმა ბევრ ოჯახში რიტუალურ ხასიათს ატარებს. მოგეხსენებათ, ყველა ოჯახური ტრადიცია პირდაპირ თუ ირიბად ბავშვზეც აისახება, ხშირად გავმხდარვართ მოწმე, როგორ სთავაზობენ უფროსები (ძირითადად, ხუმრობით) პატარებს ლუდის გასინჯვას.

ბავშვიც გრძნობს, რომ ამით უფროსების საყოველთაო მხიარულებას უერთდება და არასოდეს ამბობს უარს შეთავაზებულზე, მეტიც, ჰგონია, რომ ოჯახში შემოტანილ ყოველი ბოთლიდან მასაც ეკუთვნის რამდენიმე ყლუპი. ცოტა ხანში ყლუპები გრამებამდე იზრდება... უფრო სერიოზულია მოზარდების ლუდით გატაცება, პატარებისგან განსხვავებით, ისინი მშობლის თვალისგან მოფარებულნიც მოახერხებენ მის შეძენას. აქ კი დოზას ვეღარავინ გაუკონტროლებს.

გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამ ლუდში
4 მლ სუფთა ალკოჰოლია. მხედველობაში მიღეთ ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ქიმიური ნივთიერებებიცაა ჩართული. ლუდის სისტემატურად გასინჯვა ბავშვს დროთა განმავლობაში მოთხოვნილებას უჩენს. ეს კი უკვე ალკოჰოლიზმია. სწორედ სპირტის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებით იწყება ეს საშინელი დაავადება, განსაკუთრებით - ბავშვებში.

mshoblebi
უფროსისგან განსხვავებით, სპირტიან სასმელი უფრო მეტად მოქმედებს ბავშვზე, რადგან მისი ორგანიზმი არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული არ არის. ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ორგანიზმისთვის ლუდი ნელი მოქმედების ნაღმია.
ერთი შეხედვით ბავშვი ჯანმრთელია, მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ამ დროს ფარულად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის
დარღვევა. ღვიძლი სათანადოდ გაფილტვრას ვერ ახერხებს და ალკოჰოლი სისხლში ხვდება. ტოქსინები გულსისხლძარღვთა სისტემამდე და თირკმელებამდე აღწევს. იცვლება სისხლის შემადგენლობა და მისი შედედების უნარიც კლებულობს. ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალიც და შაქრიანი დიაბეტის მსგავს სიმპტომებს იწვევს. იწყება სიმსუქნეც.

ლუდის ხარშვის თანამედროვე ტექნოლოგიებში არაერთი ქიმიური კონსერვანტი გამოიყენება და მათ შორის კობალტიც, რომელიც სისხლში მოხვედრისას გულს კუნთს ასუსტებს. ბავშვებისთვის კი არა, დიდი დოზით კონსერბანტებით გაჯერებული ლუდი მამაკაცებისთვისაც საშიშია, რადგან ენდოკრინულ ცვლილებებს და ჰორმონულ დარღვევებს იწვევს. მამაკაცური ჰორმონები მცირდება. დადგენილია, რომ 20 წლის განმვალობაში ლუდის სისტემატური მოხმარება იმპოტენციას იწვევს.
62602
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
ეკა
0
ჩემი მამამთილი მსმელი კაცია ბავშვსაც სთავაზობდა ხოლმე ხუმრობით მაგრამ აფთარივით ვედექი სულ და გრამის გასინჯვის უფლებას არ ვაძლევდი ბავშვს, გამინაწყენდებოდა კიდეც რა იყო ვხუმრობო მაგრამ არაფრის გაგონება მინდოდა ბოლოს რომ მაგრად გავუფრინე შეეშვა ბავშვს. რას ქვია გასინჯოს მაგის დროც მოვა ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. ლუდი კი არა კოკა-კოლაც არ გაუსინჯავს ჯერ, 8 წლისაა ბავშვი და მადლობა ღმერთს სურვილიც არ აქვს. ასე რომ დედებო დაიცავით თქვენი შვილები.
15:20 / 23-06-2017
astags3mdh1w
0
furosemide 20 mg cipro zoloft
19:23 / 23-07-2016
Sopo
0
თუმცა ჰიპერაქტიული ბავშვი თუ ითხოვს სასმელს ან ყავას,უნდა დაალევინო,რადგანაც მაგით უფრო მშვიდდება.
13:58 / 02-07-2016
იაია
0
ჩემს ირგვლივ ყველა თუ არ 90 % ასე ,, ართობს'' საკუთარ ბავშვებს. ჩემი შვილის მიმართ კი ცინიკური დამოკიდებულება აქვთ, რადგან არასდროს ვანებებდი და ახლა სურვილი არა აქვს 12 წლის ბიჭმა ერთი ყლუპი მაინც დალიოს რაიმე, მოვა დრო და დალევს. ახლა კი მისი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ვაი რომ არ ესმით დაფსიქოლოგიურ ომს გვიცხადებენ აქთ... თავიანთს კი ვერაფერს ხედავენ. ასეთი მშობლები უნდა პასუხისგებაში მისცე.
08:43 / 01-07-2016
0
ცჰემი სვამს 9 წლისაა. არ ვიცოდი ესეტი სჰედეგი ტუ ჰქონდა. აგარ დავალევინებ!!!
15:26 / 11-06-2015
მსგავსი სიახლეები