ჯანმრთელობააქტუალური
შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
შეიძლება თუ არა ლუდის გასინჯვა ბავშვისთვის
ლუდის სმა ბევრ ოჯახში რიტუალურ ხასიათს ატარებს. მოგეხსენებათ, ყველა ოჯახური ტრადიცია პირდაპირ თუ ირიბად ბავშვზეც აისახება, ხშირად გავმხდარვართ მოწმე, როგორ სთავაზობენ უფროსები (ძირითადად, ხუმრობით) პატარებს ლუდის გასინჯვას.

ბავშვიც გრძნობს, რომ ამით უფროსების საყოველთაო მხიარულებას უერთდება და არასოდეს ამბობს უარს შეთავაზებულზე, მეტიც, ჰგონია, რომ ოჯახში შემოტანილ ყოველი ბოთლიდან მასაც ეკუთვნის რამდენიმე ყლუპი. ცოტა ხანში ყლუპები გრამებამდე იზრდება... უფრო სერიოზულია მოზარდების ლუდით გატაცება, პატარებისგან განსხვავებით, ისინი მშობლის თვალისგან მოფარებულნიც მოახერხებენ მის შეძენას. აქ კი დოზას ვეღარავინ გაუკონტროლებს.

გაითვალისწინეთ, რომ 100 გრამ ლუდში
4 მლ სუფთა ალკოჰოლია. მხედველობაში მიღეთ ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებში ქიმიური ნივთიერებებიცაა ჩართული. ლუდის სისტემატურად გასინჯვა ბავშვს დროთა განმავლობაში მოთხოვნილებას უჩენს. ეს კი უკვე ალკოჰოლიზმია. სწორედ სპირტის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებით იწყება ეს საშინელი დაავადება, განსაკუთრებით - ბავშვებში.

mshoblebi
უფროსისგან განსხვავებით, სპირტიან სასმელი უფრო მეტად მოქმედებს ბავშვზე, რადგან მისი ორგანიზმი არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული არ არის. ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ორგანიზმისთვის ლუდი ნელი მოქმედების ნაღმია.
ერთი შეხედვით ბავშვი ჯანმრთელია, მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ ამ დროს ფარულად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლის
დარღვევა. ღვიძლი სათანადოდ გაფილტვრას ვერ ახერხებს და ალკოჰოლი სისხლში ხვდება. ტოქსინები გულსისხლძარღვთა სისტემამდე და თირკმელებამდე აღწევს. იცვლება სისხლის შემადგენლობა და მისი შედედების უნარიც კლებულობს. ზიანდება კუჭქვეშა ჯირკვალიც და შაქრიანი დიაბეტის მსგავს სიმპტომებს იწვევს. იწყება სიმსუქნეც.

ლუდის ხარშვის თანამედროვე ტექნოლოგიებში არაერთი ქიმიური კონსერვანტი გამოიყენება და მათ შორის კობალტიც, რომელიც სისხლში მოხვედრისას გულს კუნთს ასუსტებს. ბავშვებისთვის კი არა, დიდი დოზით კონსერბანტებით გაჯერებული ლუდი მამაკაცებისთვისაც საშიშია, რადგან ენდოკრინულ ცვლილებებს და ჰორმონულ დარღვევებს იწვევს. მამაკაცური ჰორმონები მცირდება. დადგენილია, რომ 20 წლის განმვალობაში ლუდის სისტემატური მოხმარება იმპოტენციას იწვევს.
ბეჭდვა