ეს წესები დიდმაც უნდა დაიცვას და პატარამაც, ასეთ შემთხვევაში გონებაც საღი გექნებათ და მეხსიერებაც არ გიღალატებთ ეს არის წესები, რომლებიც ტვინის უკეთ მუშაობაში დაგეხმარებათ. დაიცავით ეს წესები, განსაკუთრებით, თუ გონებრივი სამუშაოთი ხართ დაკავებული, ან თუ სწავლის პროცესში ხართ.
წესი 1. თუ გონებრივი სამუშაო გაქვთ, თავის დროზე ჭამა არ უნდა დაგავიწყდეთ
. დღეში არანაკლებ ოთხჯერ, უმჯობესია - ხუთჯერ ჭამოთ, მცირე ულუფებით.
. საუზმე აუცილებელია. მით უმეტეს, თუ მანქანას ატარებთ, აუცილებლად ისაუზმეთ. შიმშილის გრძნობამ შეიძლება ყურადღების მოდუნება და აგრეთვე უეცარი თავბრუსხვევა გამოიწვიოს.
. ეცადეთ, არ დაარღვიოთ საკვების მიღების ჩვეული დრო და შიმშილით თავი არ გაიწვალოთ.
წესი 2. ტვინის მაქსიმალური მუშაობისათვის თავი ნახშირწყლებით გამოკვებეთ
ადამიანის ენერგიის წყაროდ პრაქტიკულად ნებისმიერი ორგანული საკვები გამოდგება. თუმცა ტვინის უჯრედები უპირატესობას ანიჭებს გლუკოზას, რომლის ძირითადი წყარო ნახშირწყლებია. სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის გქონდეთ ჩირი. მას შეუძლია ტვინს სწრაფად მიაწოდოს გლუკოზის საჭირო რაოდენობა. ამ მხრივ ის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჩვეულებრივი შაქარი ან კანფეტი. ყოველთვის შეგიძლიათ ჩირით დაამთავროთ სადილი, თუ ის ნაკლებ ნახშირწყლებს შეიცავს.
. თავს წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ, თუ უცებ გული ტკბილს მოგთხოვთ. სრულიად შესაძლებელია, რომ ტვინს დამატებითი ენერგია სასწრაფოდ ესაჭიროება.
. ჭამეთ ხილი, მასში ბევრი ნახშირწყალი და ამავე დროს ცოტა კალორიებია.
ნახშირწყლები სხვადასხვაგვარია. მარტივი - ეს პრაქტიკულად ყველაფერია, რაც მავნეა: შაქარი, კანფეტები, ნაყინი, ფქვილის ნაწარმი, შემწვარი და სხვა გემრიელი საკვები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრაქტიკულად ერთ მთლიან გლუკოზას წარმოადგენს; ტვინისათვის ეს საკვები "შაქარი" არ არის. დასაწყისში გლუკოზა ბევრია და ორგანიზმი მათ გადასამუშავებლად შეცდომით ინსულინის მთელ ძალას ისვრის. სრულებით სხვა საქმეა რთული ნახშირწყლები; ესენია: ფაფები, პური, მაკარონი, ბოსტნეული, პარკოსნები... კუჭში მოხვედრისას ისინი მაშინვე გლუკოზად არ გარდაიქმნება. ეს ნელი და ეტაპობრივი პროცესია, რაც უკეთესია ორგანიზმისთვის და განსაკუთრებით, ტვინისთვის.
ამიტომ, თუ ჭამის დრო მგზავრობის პერიოდში გიწევთ, ფუნთუშისა და ჩიპსის ნაცვლად ორცხობილა ან ორი ბანანი იყიდეთ.
თუ ძალიან მოგშივდათ, მცირე რაოდენობით მარტივი ნახშირწყლები მიირთვით. ის ტვინის უჯრედებს დაამშვიდებს და შემდეგ ბევრს აღარ შეჭამთ.
წესი 3. თუ გსურთ საღად იაზროვნოთ, მრავალფეროვანი საკვებით იკვებეთ
რა თქმა უნდა, ადამიანს შეუძლია იკვებოს მხოლოდ გლუკოზით, მაგრამ არა ხანგრძლივად. სხეულის უჯრედებს ესაჭიროება არამხოლოდ ენერგიის წყარო, არამედ სხვა მრავალი სასარგებლო ნივთიერება. არც თავის ტვინია გამონაკლისი. მისი ნორმალური მუშაობისათვის აუცილებელია ცილები, ცხიმები (განსაკუთრებით თევზის), ვიტამინები და მიკროელემენტები.
. ერთი და იმავე პროდუქტით ხანგრძლივად არ იკვებოთ, რაციონში ყოველთვის ჩართეთ რაიმე ახალი.
. თუ მადა არა გაქვთ და მცირე საკვები გაკმაყოფილებს, ვიტამინების კომპლექსი ან კვების სპეციალური დანამატები მიიღეთ.
. რაც შეიძლება ხშირად ჭამეთ თევზი. ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ტვინის მუშაობას ააქტიურებს.
წესი 4. გონება რომ კარგ სამუშაო ფორმაში იყოს, დღეში არანაკლებ 1,5 ლ წყალი დალიეთ
. ბევრი გაზიანი წყალი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის უჯრედების უფრო მეტად გაუწყლოებას. ისინი მინერალური წყლებით შეცვალეთ.
. დალიეთ ახალგამოწურული წვენები. ისინი მშვენივრად კლავს წყურვილს, კვებავს ტვინის უჯრედებს და აუცილებლად ვიტამინებსა და მიკროელემენტებს შეიცავს.
. დალიეთ ბევრი წყალი და ხშირ-ხშირად.