ენის ბორძიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ბავშვებში, რომელმაც შეიძლება ზრდასრულობაშიც გასტანოს ენის ბორძიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ბავშვებში, რომელმაც შეიძლება ზრდასრულობაშიც გასტანოს და გავლენა მოახდინოს როგორც ადამიანის სრულფასოვნების შეგრძნებაზე, ასევე დასაქმებისა თუ განათლების პერსპექტივის გამოყენებაზე.
ოქსფორდის უნივერსიტეტში უკვე იკვლევენ, შეიძლება თუ არა უკონტაქტო ტვინის სტიმულატორებით დაეხმარონ ენაბლუ ადამიანებს, რომ შეძლონ სრულყოფილი საუბარი და ამ ეფექტის დიდხანს შენარჩუნება.
ამ საკითხს ოქსფორდის უნივერსიტეტში კეიტ უატკინსი და ჯენ ჩესტერსი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის განყოფილებაში იკვლევენ. მათ აღნიშნეს, რომ ენაბლუობა უვლინდება ერთხელ მაინც 20-დან ერთ ბავშვს და 100-დან 1 ზრდასრულს. ამ დროს საუბრის ნორმალური პროცესი ირღვევა: ადამიანმა იცის, თუ რისი თქმა უნდა მაგრამ ვერ ახერხებს გადმოცემას. ენაბლუობის მახასიათებელია მარცვლების ხშირი გამეორება და დაყოვნებები, ის ადამიანები, ვისაც ეს პრობლემა აქვთ, ხშირად აწყდებიან შეზღუდვებს აკადემიური განათლებისა თუ სამსახურის არჩევის დროს. ზოგი მათგანი ძალიან შფოთავს თავისი ასეთი მდგომარეობის გამო.
ენის ბორძიკის მიზეზები უცნობია. თუმცა როდესაც შეადარეს ასეთი ადამიანების ტვინი თავისუფლად მოსაუბრე ადამიანების ტვინს, აღმოაჩინეს მცირე ცვლილებები, მაგალითად, ტვინის აქტივობის "რაოდნობა", რომელიც ჩანს ენაბლუ ადამიანის საუბრის დროს, მაშინაც კი, თუ ის ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავისუფლად საუბრობს.
ტვინის სურათი წარმოაჩენს იმ ნაწილებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საუბრის დაგეგმვასა და წარმოებაში. ასევე შეადარეს ამ უბნების კავშირები და აღმოაჩინეს, რომ თეთრი ნივთიერებით შექმნილი დამაკავშირებელი ტრაქტები ენაბლუ ადამიანებში საერთოდ გაწყვეტილი იყო. გაგრძელება