ეს წინადადება მთავრობაში ექიმების საზოგადოებამ შეიტანა და კანონმდებლებმაც მხარი დაუჭირეს მოწევა რომ მავნებელია, ამაზე კამათიც აღარ ღირს. არც იმაზე, რომ მავნებელია პასიური მოწევა, მით უმეტეს, თუ პასიური მწეველის როლში ბავშვი გამოდის. იქ მოწევა, სადაც ბავშვია, განსაკუთრებით სახიფათოა – როგორც ბავშვის ჯანმრთელობისთვის, ასევე იმის გამოც, რომ ასეთ ბავშვს შემდგომში გაცილებით დიდი ალბათობა აქვს, მცირეწლოვანი მწეველი გახდეს. განსაკუთრებით, თუ მწეველი დედაა.
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ცდილობს ამ პრობლემასთან ბრძოლას და ბევრგან კანონით არის აკრძალული ბავშვის თანდასწრებით მოწევა. სულ ბოლოს ეს რუსეთსა და ლატვიაში მოხდა. ლატვიის სეიმი უფრო შორს წავიდა და ბავშვის თანდასწრებით მოწევა ძალადობასთან გააიგივა. ეს წინადადება მთავრობაში ექიმების საზოგადოებამ შეიტანა და კანონმდებლებმაც მხარი დაუჭირეს. ექიმების თქმით, ეს ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ძალის საშიში და შეგნებული გამოყენებაა.
ცოტა ხნის წინ ესპანეთშიც მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მანქანაში, სადაც ბავშვია, უფროსს მოწევა ეკრძალება.