ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?
ვიტამინების დანამატები: კურნავს თუ ვნებს?
მიზანმიმართულად ბავშვისთვის დამატებითი ვიტამინების მიცემის საკითხი ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ერთი მხრივ, ახალშობილის შემთხვევაში ვიტამინების მიღებამ შეიძლება ხელი შეუშალოს ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას იმდენად, რამდენადაც პატარა დედის რძის მეშვეობით იღებს ყველა აუცილებელ მინერალსა თუ ვიტამინს. მეორე მხრივ, შეიძლება კი ვიტამინებმა რაიმე ავნოს ბავშვს?
ბრიტანეთის ჯანმრთელობის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს დამატებით ვიტამინების კომპლექსის მიღებას 6თვიდან 2 წლის ასაკის ბავშვებისათვის. თუმცა დამატება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ იღებს საკმარისი რაოდენობით დედის რძეს. ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად მოიხმარენ 500 მლ. დედის რძეს, ვიტამინების
დამატებას არ საჭიროებენ!

რომელი ვიტამინები და მინერალები ესაჭიროება ბავშვს?
არსებობს ორი ტიპის ვიტამინი: წყალში ხსნადი (С და B კომპლექსის ვიტამინები) და ცხიმში ხსნადი (A, D, E და К) ვიტამინები. წყალში ხსნადი ვიტამინები ორგანიზმში არ გროვდება. ამიტომ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ამ ვიტამინს, ყოველდღიურად უნდა მოიხმაროთ. გარდა ამისა, თერმული დამუშავების დროს ადვილად იშლებიან, განსაკუთრებით, როცა ხილი და ბოსტნეული წყალში იხარშება. იმისათვის, რომ მომზადების დროს შეინარჩუნოთ ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინები, მოხარშეთ ორთქლზე ან მიირთვით უმად (სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი).

A ვიტამინი ხელს უშლის
თვალის კონიუნქტივის ზედაპირს გამოშრობას; იგი მონაწილეობას იღებს მხედველობითი პიგმენტის - როდოფსინის სინთეზში, რომელიც უზრუნველყოფს თვალის ადაპტაციას დაბალი შუქის მიმართ. A ვიტამინი ასტიმულირებს სასქესო ჰორმონებისა და კორტიკოსტეროიდების სინთეზს; ხელს უწყობს ჩონჩხის ფორმირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სხეულის მცირე ტემპერატურის და ინფექციური დაავადების მიმართ.
А ვიტამინი შედის ღვიძლის, ცხიმიანი თევზის, სტაფილოს, ბროკოლის, კვახის, პომიდვრის, გარგარისა და მანგოს შემადგენლობში.

B ჯგუფის ვიტამინები შედის რიგი ფერმენტული სისტემების შემადგენლობაში და ამგვარად მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმების ცვლის რეგულაციაში.
ვიტამინი B1 გავლენას ახდენს სინაფსებში ნერვული იმპულსების გატარების სიჩქარეზე; პიროფოსფატად გარდაქმნის შემდეგ მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.
ვიტამინი B2 აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას; მონაწილეობს რკინისა და პორფირინების ცვლაში, ჰემოგლობინის სინთეზში და უჯრედულ სუნთქვაში;
ვიტამინი B6 მონაწილეობს ჰისტამინის, თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და ამინომჟავების ცვლაში.
В ჯგუფის ვიტამინები შედის: ხორცში, რძის პროდუქტებში, გოგრაში, მარცვლოვან ფაფებში, მუქ მწვანე ბოსტნეულში, საფუარის ექსტრაქტში, კაკალში, ლობიოსა და ბანანში.

ვიტამინი C ასტიმულირებს სპეციფიკურ ანტიმიკრობულ ანტიტოქსინებს, ზრდის ზოგიერთი ფაქტორის დონეს, რომლებიც მონაწილეობენ იმუნოპროცესებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეპარატი აუცილებელია ანთებითი პროცესების სამკურნალოდ, სისხლის შედედებისათვის. იგი აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას და ააქტიურებს ორგანიზმის დაცვით ძალებს. ორგანიზმს ეხმარება რკინის შეთვისებაში.
დღეღამური მოთხოვნილება ვიტამინ C-ზე შეადგენს 60-100 მგ-ს ორგანიზმში აუცილებელი რაოდენობის (3500 მგ) შესანარჩუნებლად. ორგანიზმს ეხმარება რკინის შეთვისებაში.
С ვიტამინით მდიდარია ბროკოლი, ტკბილი ბულგარული წიწაკა, კარტოფილი, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ციტრუსები, შავი მოცხარი, ნესვი, პაპაია, კივი და მარწყვი.

ვიტამინი D — ცხიმში ხსნადი სეკოსტეროიდების ჯგუფია, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავებში კალციუმის, რკინის, მაგნიუმის, ფოსფატისა და თუთიის შეწოვას. ადამიანებისთვის ამ ნაერთების ჯგუფიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ვიტამინი D3 და ვიტამინი D2.
დიეტით მიღებული ან კანში სინთეზირებული D ვიტამინი არ არის ბიოლოგიურად აქტიური. აქტივაცია საჭიროებს ფერმენტულ გარდაქმნას, რომელიც მიმდინარეობს ღვიძლსა და თირკმელებში. მიუხედავად ამისა, ადამიანებში, რომლებიც გარკვეული დროით იმყოფებიან მზის სხივების მოქმედების ქვეშ, ვიტამინი D სინთეზირდება ადეკვატური რაოდენობით  აქედან გამომდინარე შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს უფრო ჰორმონია, ვიდრე ვიტამინი (აღსანიშნავია ასევე, რომ მისი სინთეზისა და ბიოლოგიური აქტივობის ადგილმდებარეობა ორგანიზმში განსხვავებულია, რაც ასევე ჰორმონების მახასიათებელია). ვიტამინი D აუცილებელია ძვლოვანი სისტემის სწორი ფორმირებისთვის, მუშაობს კალცთან ერთად. D ვიტამინით მდიდარია: ცხიმიანი თევზი, კვერცხი, მარგარინი, რძის პროდუქტები.

ვიტამინი Е – არის ანტიოქსიდანტი, უნარჩუნებს კანს სიცოცხლისუნარიანობას და იცავს მას გარემოს მავნე ზეგავლენისაგან – ჟანგბადის, ულტრაიისფერი გამოსხივების, ასევე დაბინძურებისაგან. მისი ზეგავლენით კანის ზედაპირულ შრეებში ხდება А და D ვიტამინების შეკავება, რაც უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, დარბილებას, ანიჭებს კანს ელასტიურობას, სწორედ ამიტომ ვიტამინ Е-ს ახალგაზრდობის ვიტამინს უწოდებენ.
უჯრედული სტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ორგანიზმს ეხმარება სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებასა შენარჩუნებაში.
Е ვიტამინი შედის: კარაქის, ავოკადოს, ხორბლის ღივების, კაკლისა და მზესუმზირის შემადგენლობაში.

კალციუმი - როგორც მაკროელემენტი გავრცელებულია მცენარეებში, ცხოველებში და ადამიანში. ადამიანისა და სხვა ორგანიზმებში მისი უმეტესი ნაწილი განლაგებულია ჩონჩხში და კბილებში ფოსფატების სახით. კალციუმის იონები მონაწილეობას იღებენ სისხლის შედედებაში, ასევე უზრუნველყოფენ მის ოსმოტიკურ წნევას. მოთხოვნილება კალციუმზე დამოკიდებულია წლოვანებაზე. ზრდასრულისათვის დღე-ღამეში საჭირო ნორმაა 800-1000 მილიგრამი, ბავშვებისათვის - 600-900 მგ. ორგანიზმში კალციუმის უდიდესი ნაწილი რძის პროდუქტებით ხვდება, დანარჩენი კი ხორცზე, თევზსა და ზოგ მცენარეზე (ლობიო, ცერცვი და სხვა) მოდის. კალციუმის მიმოცვლაში დიდი მნიშვნელობა აქვს მაგნიუმს, მისი ნაკლებობის შემთხვევაში ხდება კალციუმის ძვლებიდან გამორეცხვა და ილექება თირკმლებში ქვების სახით. კალციუმისა და ვიტამინ D-ს დიდი რაოდენობა იწვევს ჰიპერკალცემიას. სისხლში კალციუმის ნაკლებობა იწვევს ძარღვის გადაფსკვნას და კიდურების ტკივილს, ზრდის დეფექტს და შეკრულობას. მაქსიმალური დღეღამური დასაშვები (უვნებელი) დოზაა - 1500-1800 მგ.
აუცილებელია მაგარი ფრჩხილების და ჯანმრთელი კბილების განვითარებისათვის.
კალცი შედის: რძის პროდუქტებში, თევზში, თეთრ პურში, მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში, სხვადასხვა ხილის ჩირში.

ცოცხალ ორგანიზმებში რკინა წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, განსაკუთრებით ჟანგბადის მიმოცვლის პროცესში (სუნთქვა). ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მიახლოებით 3,5 გრამ რკინას, რომელთაგან 78% წარმოადგენს სისხლის ჰემოგლობინის მთავარ მოქმედ ელემენტს, დანარჩენი კი შედის სხვა უჯრედების ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც ასრულებენ კატალიზატორის როლს უჯრედების სუნთქვის პროცესებში. რკინა აუცილებელია სისხლისა დაკუნთების მუშაობისათვის. რკინის დეფიციტი ხშირია ბავშვებში. ბავშვი ადვილად იღლება და დათრგუნულია.
რკინა შედის შემდეგ პროდუქტებში: წითელი ხორცი, ღვიძლი, ცხიმიანი თევზი, კვერცხის გული, გარგარის ჩირი, მარცვლოვანი ფაფები, ლობიოსა და მწვანე ფოთლოვან ბოსტნეულში.

ყოველივე აქედან დასკვნა: ეცადეთ, მაქსიმალურად მიიღოთ ვიტამინები საკვები პროდუქტებიდან, ბევრი იაროთ სუფთა ჰაერზე, იმოძრავოთ. ხოლო ვიტამინების დანამატების მიღება აბების სახით, აუცილებლად შეათანხმეთ ექიმთან და არ სვათ ვიტამინების კომპლექსები დამოუკიდებლად.
ტეგები: ვიტამინები
3849
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი