გთავაზობთ ვარჯიშებს, რომელთა შესრულებაც ხელრხემლის პრობლემებისგან დაგიცავთ ტანადობის დარღვევა და სქოლიოზი ბავშვებში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. საბედნიეროდ, ეს ის მოვლენაა, რომლის თავიდან აცილებაც ძირითადად, ჩვენს ხელთაა. ტანადობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოთ - საბავშვო ბაღიდან და სკოლაში მისვლისთანავე, რადგან სწორედ ამ დროს მერხთან (ბაღში მაგიდასთან) ხანგრძლივი ჯდომის გამო ხერხემალზე ზეწოლა იზრდება.
გთავაზობთ ვარჯიშებს, რომელთა შესრულებაც ხელრხემლის პრობლემებისგან დაგიცავთ.
ვარჯიშები ძირითადად 6-7 წლის ბავშვებისთვის არის, თუმცა მათი შესრულება ცოტა ადრე ან გვიანაც შეიძლება.
1. ვარჯიში საჭიროა კვირაში 2-3-ჯერ
2. უნდა გრძელდებოდეს 30 წუთი
3. ძილის წინ არ ივარჯიშოთ
4. ივარჯიშეთ კარგად განიავებულ ოთახში
5. ასწავლეთ სწორად სუნთქვა
6. არ შეიკავოთ სუნთქვა
7. ტანის ან ფეხების აწევა ამოსუნთქვას დაამთხვიეთ.