რამდენ საათს უნდა ეძინოს ბავშვს სხვადასხვა ასაკში და რომელ საათზე უნდა იძინებდეს - გახმაურებული ცხრილი
რამდენ საათს უნდა ეძინოს ბავშვს სხვადასხვა ასაკში და რომელ საათზე უნდა იძინებდეს - გახმაურებული ცხრილი
ვილსონის ცნობილმა დაწყებითმა სკოლამ სასწავლო წლის დაწყებამდე, საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ძალიან საინტერესო ცხრილი გამოაქვეყნა. ცხრილში მოცემულია ბავშვის ასაკი, მისი გაღვიძების და ძილის ხანგრძლივობის ოპტიმალური დრო. პოსტმა სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოიპოვა, ის 400,000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა და ათასობით მომხმარებელმა მოიწონა.
ცხრილი ძალიან უბრალო და საინტერესოა, მაგრამ არის კი ის ზუტი?
პასუხი ერთმნიშვნელოვანია - დიახ არის!
ცხრილში ბავშვის ასაკი 5 წლიდან იწყება. თუ მას
დავუჯერებთ ამ ასაკის ბავშვს ღამე 11 საათი და 15 წუთი უნდა ეძინოს.
ფსიქოლოგმა და პროფესორმა, ბავშვთა ძილის საკითხში ექსპერტმა, ჯოდი მინდელმა ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ მან არ იცის ცხრილის წარმომავლობის შესახებ, ასევე ვერ ხსნის, რატომ გვთავაზობს ეს ცხრილი, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად ყოველწლიურად 15 წუთით შევამციროთ ძილის დრო. თუმცა, ის აღნიშნავს რომ ეს ცხრილი აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს - 10 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებს უნდა ეძინოთ მინიმუმ 10 საათი ღამეში.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც 9 საათისთვის იძინებენ, უფრო კარგად
და მეტი სძინავთ, იმათთან შედარებით, ვინც 9 საათის მერე იძინებს.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს 3-დან 5 წლამდე, უნდა ეძინოთ 10-13 საათი, სკოლის ასაკის ბავშვებს კი - 9-11 საათი.
ეს ცხრილი და დროები ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, თუმცა სავსებით თავისუფლად შეგვიძლია, მოცემული ცხრილი სახელმძღვანელოდ გამოვიყენოთ.
mshoblebi
ტეგები: ძილი რეჟიმი
73320
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
qeti
0
ჩემი შვილი 2 წლისაა და 8 საათზე იძინებს და სძინავს 10-11 საათი. ვერ ვიტყვი რომ ძალიან უნდოდა 8-ზე დაძინება, მაგრამ რამოდენიმეთვიანმა ბრძოლამ ნაყოფი გამოიღო და უკვე რახანია 8-ზე იძინებს. მისი ლოგინში მოსტუმრების მერე 3 საათი მაქვს ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის და საკმაოდ ბევრ რამეს ვასწრებ ამ დროში. და საშუალოდ 7 -8 საათსაც ვახერხებთ რომ Gვეძინოს დღე-ღამეში. ყველას გირჩევდით ასეთ რიტს, ძალიან კარგად მუშაობს და თან ბიოლოიგურად სწორი დროა დაძინების და გაღვიძების
00:51 / 08-11-2018
mako
1
ვერაფრით მივაჩვიე ჩემი ბიჭი 9 და 10 სთზე ძილს... ახლა 8 წლისაა და 11 დან 12 ამდე ძლივს იძინებს
21:51 / 02-03-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?