რა არის გლუტენი, რომელსაც პური და ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რით არის ის მავნე?
რა არის გლუტენი, რომელსაც პური და ძალიან ბევრი საკვები პროდუქტი შეიცავს და რით არის ის მავნე?
გლუტენი არის რთული ცილა, რომელიც შედის მარცვლეულის შემადგენლობაში. ის ცომს აფუებს და ელასტიურს ხდის. იგი შედის პურის, ფუნთუშას, ლავაშის, ორცხობლას, კექსის, მაკარონის, ტორტის, და სხვა საკვები პროდუქტებისა თუ კერძების შემადგენლობაში.

ხშირად გლუტენს შეიცავენ პროდუქტები, რომელთა ელასტიურობასაც ხელოვნურად ზრდიან ფორმის მისაცემად. იგი შედის კეტჩუპების, საწებლების, ჩიფსის, კანფეტების, ნაყინის, სოიოს სოუსის, კარტოფილი ფრის, ვიტამინების (კაფსულებისა და ტაბლეტების სახით) შემადგენლობაში.
გლუტენი შეიძლება შეგხვდეთ კოსმეტიკურ საშუალებებშიც. პირველ რიგში ეს ეხება ტუჩის საცხსა და პუდრს. ასევე ყურადღება მიაქციეთ ლოსიონებისა და ტანის კრემების შემადგენლობასაც. ბევრ კოსმეტიკურ
საშუალებებში შედის Е ვიტამინი, რომელსაც
ძირითადად იღებენ ხორბლისაგან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი საშუალება შეიცავს გლუტენს, თუმცა ეტიკეტები ამის შესახებ "მორცხვად დუმან".
კანიდან გლუტენი არ შეიწოვება, მაგრამ ყოველთვის არის შანსი იმისა, რომ კოსმეტიკური საშუალებები, მაგალითად ტუჩის საცხი, მოხვდეს ორგანიზმში და მაშინ ადამიანებს გლუტენის აუტანლობასთან დაკავშირებით შეექმნებათ პრობლემები.

მაინც რითია მავნე გლუტენი?
ადამიანის ორგანიზმს გენეტიკური განწყობის მიხედვით, გლუტენის ერთ-ერთ ფრაქციაზე უვითარდება ანთებითი რეაქცია. ცელიაკია არის დაავადება, რომელიც გლუტენის აუტანლობას ნიშნავს. ამ სნეულებით დაავადებულების იმუნური სისტემა ამოიცნობს ამ ცილას, როგორც უცხო სხეულს და უტევს მას ყველა შესაძლო მეთოდით. პირველ რიგში ზიანდება სწორი ნაწლავის კედლები. საჭმლის მომნელებელი სისტემის გარდა ზიანდება ტვინი, გული, სახსრები და სხვა ორგანოები. ბევრ ადამიანს აღენიშნება ფარული აუტანლობა გლუტენის მიმართ. სიმპტომები სუსტადაა გამოხატული და მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევების შემდეგაც არის შესაძლებელი დიაგნოზის დასმა. მიუხედავად იმისა, რომ ცელიაკიით ავადდება მოსახლეობის 1%, სხვადასხვა შეფასებით ყოველ მესამეს აღენიშნება ესა თუ ის იმუნური რეაქცია გლუტენზე. დადგენილია, რომ ქრონიკული ავადმყოფები, რომელთა დიაგნოზი დაუდგენელია, დიეტაზე გადასვლის შემდეგ (უგლუტენო), თავს გაცილებით კარგად გრძნობენ.

რატომაა დღეს გლუტენზე მომატებული მგრძნობელობა ასე აქტუალური? საქმე ისაა, რომ ხორბალი, რომელიც გამოიყენება დღევანდელ საკვებში, ძალიან განსხვავდება იმ ხორბლისაგან, რომელსაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები. არ არის გასაკვირი, რომ ბოლო 200 წელია ცელიაკიის შემთხვევები ადამიანის პოპულაციაში გაიზარდა 400%-ით. მეორე მხრივ, ადამიანის ორგანიზმი არც ისე კარგად არის ადაპტირებული მარცვლეულის ათვისებაზე, ეს ხომ ფრინველების ძირითადი საკვებია, რომელთაც აქვთ ყველა საჭირო ფერმენტი მის გადასამუშავებლად. თუ გაწუხებთ ხშირი მუცლის ტკივილი, შეკრულობა, საერთო სისუსტე, ანემია, და ეჭვი გაქვთ გლუტენის ფარულ აუტანლობაზე, მაშინ საცდელი დიეტა (პროდუქტები, რომლებიც არ შეიცავს გლუტენს) დაგეხმარებათ სწორი დიაგნოზის დადგენაში.

გახსოვდეთ, რომ დიეტა გლუტენის გარეშე მიეკუთვნება სამკურნალო და არა დაბალკალორიულ დიეტას. თუ საერთოდ ამოიღებთ საკვებიდან ცომეულს - დაიწყებთ გახდომას. მაგრამ თუ თქვენ იყიდით სპეციალურ უგლუტემინო პროდუქტს, იმედი წონის დაკლებასთან დაკავშირებით შეიძლება გაგიცრუვდეთ. ბევრი უგლუტემინო პროდუქტი შეიცავს გაცილებით მეტ კალორიას, ვიდრე მისი ჩვეულებრივი ანალოგები. მწარმოებლები ცდილობენ გამოუშვან წიწიბურას ორცხობილა - ხორბლის ორცხობილას მსგავსი, რომელსაც დაუმატებენ დიდი რაოდენობით შაქარს. ასეთი პროდუქტის კალორიულობა შეგიძლიათ ნახოთ შეფუთვაზე. უგლუტენო პროდუქტები იყიდება დიდ სუპერმარკეტებში - შაქრის შემცვლელების გვერდით, დიაბეტით დაავადებულთათვის განკუთვნილ პროდუქტებთან ერთად.
53083
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ირინი
2
ხილი ბოსტნეული ხორცი თევზეული არ შეიცავს გლუტენს!!!
18:28 / 22-06-2020
1
Mაინტერესებს ბისტნეული რამდენად შEიცავს გლუტენს და რომელია ესა ტუ Iს ბოსტნეული?
09:51 / 06-02-2020
myquiz
მსგავსი სიახლეები