აუცილებელი რჩევები მოზარდების მშობლებს!
აუცილებელი რჩევები მოზარდების მშობლებს!
მოზარდების მშობლებმა იციან, რომ მიუხედავად ვიზუალური "სიდიდისა", მიუხედავად ბავშვების დიდი სურვილისა, გამოჩნდნენ უფრო დიდები, ვიდრე არიან, მიუხედავად იმისა, რომ მიისწრაფვიან რაც შეიძლება მალე გაიზარდონ - ჯერ კიდევ ესაჭიროებათ მშობლების მზრუნველობა და ყურადღება. მათ ხომ ფორმირების ურთულესი პერიოდი აქვთ. ისნი უნდა ჩამოყალიბდნენ ქალებად და კაცებად. ამ ყველაფრის გააზრება მთთვის ძალიან რთულია, საუბარი აღარ არის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რაც აუცილებელია მოზრდილი ადამიანისათვის. ამ რჩევებს ექიმი კომაროვსკი აძლევს მოზარდების მშობლებს:

1. მთავარი ჩვევაა, სახისა და სხეულის სისუფთავე. ახლა ყოველდღიური თავის მოვლა მთავარ საზრუნავად
იქცევა. მშობელმა უნდა აუხსნას, რომ მისი საოფლე ჯირკვლები ახლა ინტენსიურად მუშაობენ და ამიტომ ხშირად არის შხაპის მიღება საჭირო. დამოუკიდებლად დაიჭრას ფრჩხილები, დაიბანოს და დაივარცხნოს თმები, გამოიწმინდოს ყურები, გაიხეხოს კბილები, სპეციალური ხსნარით დაიმუშაოს გამონაყარი სახეზე.
2. მოიცილოს არასასურველი თმები იქ, სადაც არაესთეტიკურად გამოიყურება (იღლია, ფეხები).
3. ამ ჩვევების ფორმირება დიდადაა დამოკიდებული მშობლებზე - თუ როგორ მოამზადებენ და განაწყობენ თავიანთ ბავშვს ამ ცვლილებების მიმართ. 9-12 წლის ასაკში ბავშვი ამჩნევს ცვლილებას თავის სხეულზე. ამიტომ საჭიროა ადრევე აუხსნათ მოსალოდნელი ფიზიკური გარდაქმნების შესახებ.
4. მშობელმა უნდა აუხსნას გოგონას მენსტრუალური ციკლის შესახებ. გოგონების უმეტესობას ციკლი 9-15 წლის ასაკში ეწყება. საუბარი დაიწყეთ ასე: "შენ ნელ-ნელა იზრდები და გახდები ქალი. ახლა დაგეწყება პერიოდი,
როდესაც თვეში ერთხელ გექნება მენსტრუაცია. ეს ნორმალური და კარგია. ყოველთვიური ციკლი იმის მაუწყებელია, რომ შენს ორგანიზმში ყველაფერი სწორად მუშაობს - ის ემზადება იმისთვის, რომ შენ ოდესღაც დედა გახდები. მნიშვნელოვანია აუხსნათ, როგორ უნდა მოუაროს თავს ასეთ დღეებში. ბიჭებს კი უნდა უამბოთ (ან თქვენ, ან მამამ) ღამ-ღამობით შესაძლო უსიამოვნო ფიზიკური მოვლენების შესახებ და აუცილებლობაზე, ყოველდღე გამოიცვალოს ქვედა საცვალი.
5.  მშობელმა უნდა აუხსნას, თუ როგორ მოიქცეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ასწავლეთ  დაიცვას ბალანსირებული კვების რეჟიმი და მიიღოს საკმარისი რაოდენობის წყალი. თუ ყოველდღიური რაციონი მდიდარი იქნება ვიტამინებითა და მინერალებით, არანაირი დიეტები აღარ დასჭირდება. არ დაივიწყოთ ასევე ზომიერი ფიზიკური დატვირთვა - რათა ყოველთვის იყოს ფორმაში.
3347
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები