მეცნიერები ურჩევენ მამაკაცებს, ისეთ ასაკში შექმნან ოჯახები, როცა მხნენი და მაქსიმალურად ჯანმრთელები არიან ამერიკელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს კავშირი მამის ასაკსა და ქალიშვილის ჯანმრთელობას შორის. გოგონას კარგი ჯანმრთელობისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ყოფილა დედისა და მამის ასაკი. რაც უფრო ასაკოვანია მამა შვილის ჩასახვის დროს, მით მეტი აქვს გოგონას "ქალური სიმსივნეების" გაჩენის რისკი – მკერდის, საკრვეცხეების, საშვილოსნოსი. თანაც, დაავადება შეიძლება მაშინვე კი არ გამჟღავნდეს, არამედ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ.
მეცნიერები 15 წლის განმავლობაში იკვლევდნენ 133 ათასი ქალის მონაცემებს და სწორედ ამაზე დაყრდნობით გამოიტანეს დასკვნები. ქალებს სიმსივნის განვითარების მეტი შანსი ჰქონდათ, თუ მათი ჩასახვის მომენტში მათი მამა 34 წელზე უფროსი იყო.
სხვათა შორის, მანამდე კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგები გამოვლინდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ რაც უფრო ასაკოვანია მამა, მით ნაკლებად ლამაზია თურმე მისი ქალიშვილი. შესაბამისად, მეცნიერები ურჩევენ მამაკაცებს, ისეთ ასაკში შექმნან ოჯახები, როცა მხნენი და მაქსიმალურად ჯანმრთელები არიან, შესაბამისად, შვილებიც უფრო ჯანმრთელები და ლამაზები ეყოლებათ.